სულხან პაპაშვილი
სულხან პაპაშვილი | |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1998 – 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ვახტანგ ქუთათელაძე |
მემკვიდრე | გიორგი ალექსიძე |
დაბადებული | 14 თებერვალი, 1966 ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
სულხან პაპაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1966, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი.
1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1988–1990 წლებში მუშაობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში; 1990–1993 წლებში ნაძალადევის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1993–1995 წლებში პროკურორის თანაშემწე; 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1996–1997 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, 1997–1998 წლებში უფროსი; 1998–2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვინ ვინაა საქართველოში : ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998–1999. — გვ. 270.