ივნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
<< ივნისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
2016

ივნისი (ლათ. Junius) — გრიგორიანული კალენდრის მეექვსე თვე. ივნისში 30 დღეა.

სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.

ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.

ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.

არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.

ივნისის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივნისის პირველი ორშაბათი ირლანდიის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახალხო დღესასწაულია (გამოსაშვები დღე). ირლანდიურ კალენდარში ამ თვეს ჰქვია Meitheamh და ზაფხულის სეზონის შუა თვეა.
  • მზებუდობა, რომელსაც ჩრდ. ნახევარსფეროში „ზაფხული მზებუდობა“, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში „ზამთრის მზებუდობა“ ჰქვია ხდება 20-22 ივნისს.
  • შუაზაფხულს ზეიმობენ შვედეთში ივნისის მესამე პარასკევს.
  • სკოლებში ამ თვეს ზაფხულის არდადეგები იწყება.
  • მამის დღეს აღნიშნავენ ბელგიაში ივნისის მეორე კვირადღეს; აშშ-ში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში, ირლანდიასა და კანადაში ის ივნისის მესამე კვირადღეზე მოდის.
  • გეი-პრაიდის აღნიშვნის ღონისძიებები ტარდება მრავალ ქვეყანაში სტოუნუოლის არეულობების წლისთავის აღსანიშნავად.
  • ბუმსდეი აღნიშნება ირლანდიასა და მსოფლიოს სხვა ინგლ.-ენოვან ქვეყნებში 16 ივნისს ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ ფანების მიერ.
  • დროში დღე შვედეთში (6 ივნისი), აშშ-ში (14 ივნისი), დანიაში (15 ივნისი), არგენტინაში (20 ივნისი) და რუმინეთში (26 ივნისი).
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება 9 ივნისს.
  • ენ-ბი-ეი (აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია) პლეიოფები და ფინალური თამაშები იწყება.
  • ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე — 12 ივნისი.

იხილეთ სხვა თვეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]