ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე | |
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივლისი, 2014 – 31 დეკემბერი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
წინამორბედი | ალეკო ელისაშვილი |
დაბადებული | 10 ოქტომბერი, 1968 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
ზვიად ქორიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1968 , თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს.
1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა.[1] აღნიშნულ თანამდებობას იგი 2018 წლის 31 დეკემბრამდე იკავებდა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზვიად ქორიძე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახდა. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2019.
- ↑ ზვიად ქორიძემ დატოვა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2019.