მოქალაქეები
| მოქალაქეები | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| თავმჯდომარე | ალეკო ელისაშვილი |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 2020 |
| წინამორბედი | საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია |
ლიბერალიზმი[1] პოპულიზმი[2] პროევროპულობა[3][4][5] |
| პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი,[3][2] მემარცხენე-ცენტრიზმი[5] |
| წარმომადგენლობითობა | |
| პარლამენტი |
0 / 150 |
| საკრებულოები |
0 / 2 058 |
| თბილისის საკრებულო |
0 / 50 |
| ფერები | მწვანე |
| https://citizens.ge/index.php/ka | |
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2020 წლის 4 აგვისტოს. პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერია ალეკო ელისაშვილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დააფუძნა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“. მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ: ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე. მაშინ ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავდა, რომ მოგვიანებით მოძრაობის პარტიად ფორმირება მომხდარიყო.[6] 2020 წლის 4 აგვისტოს ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა და ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.[7]
2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[8]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 25 508 ხმა მოიპოვა და მოახერხა პარლამენტში შესვლა. პარტიიდან პარლამენტის წევრებად პარტიული სიით არჩეულნი იქნენ: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.[9] პარტიას ჰყავდა საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები, მათ შორის იყო პარტიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი რომელიც კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, სადაც პირველ ტურში ხმების 19,38% (14 181 ხმა) მიიღო. მეორე ტურს ელისაშვილმა, მთლიან ოპოზიციასთან ერთად გაყალბებული არჩევნების მოტივით გამოუცხადა ბოიკოტი, მიუხედავად ამისა მისი სახელი და გვარი დატანილი იყო ბიულეტენზე, მეორე ტურში მიიღო ხმების 10,08% (2770 ხმა).[10] გარდა ამისა პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავდა #22 (ინდიკო ბერძენაძე, 469 ხმა, 0,57%), #24 (ოთარ ქერქაძე, 625 ხმა, 0,99%), #28 (გენრი დოლიძე, 1038 ხმა, 1,34%), #30 (გიორგი გაბაიძე, 349 ხმა, 0,59%) და #21 (დავით გიორგაძე, 541 ხმა, 0,7%) მაჟორიტარულ ოლქებში.
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | ლიდერი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 2020 | ალეკო ელისაშვილი | 25 508 | 1,33 | 2 / 150 |
ახალი | ოპოზიცია |
| 2024 | 182 922 | 8,81 | 1 / 150 |
ოპოზიცია | ||
| კოალიციაში „ძლიერი საქართველო“, რომელმაც ჯამში 14 მანდატი მოიპოვა. | ||||||
ადგილობრივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
|---|---|---|---|---|
| 2021 | 14 669 | 0,83 | 1 / 2 068 |
ახალი |
| 2025 | 91 266 | 6,74 | 0 / 2 058 |
|
| კოალიციაში „ძლიერი საქართველო“, რომელმაც ჯამში 59 მანდატი მოიპოვა. | ||||
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარტიის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Joseph Alexander Smith. (დეკემბერი 2021) "Staying Power" - Accounting for Ephemerality in the Georgian Party System Since 2012 ინგლისური. Friedrich Ebert Stiftung. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2026
- 1 2 Georgia - 3 Political Parties. European Forum for Democracy and Solidarity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2025. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2026
- 1 2 Dr. Tamar Kiknadze. The Relevance of the Actual Values of the Political Actors of Georgia with the Ideologies Declared by Them ინგლისური. Diamond Scientific Publishing (2–4 ივლისი 2021). ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2026
- ↑ Tabatadze, Sandro (27 სექტემბერი 2026). „Who’s Who in Georgian Party Politics? A Guide to the Party Landscape in 2026“. სივილ ჯორჯია (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2026.
- 1 2 Georgia ინგლისური. Europe Elects. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2026
- ↑ „ალეკო ელისაშვილმა პარტია „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ დააფუძნა“. იმედი. 7 დეკემბერი 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 3 მარტი 2021.
- ↑ „ალეკო ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა“. სივილ ჯორჯია. 4 აგვისტო 2020.
- ↑ „17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა“. მთავარი არხი. 3 ივნისი 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2024. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2024.
- ↑ results.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-19.
- ↑ მეორე ტური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-19.
| ||||||||