ზაალ უდუმაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაალ უდუმაშვილი
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1971 (1971-02-27) (53 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
პოლიტიკოსი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
(2017–2022)

ზაალ (ზალიკო) უდუმაშვილი (დ. 27 თებერვალი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაალ უდუმაშვილი დაიბადა 1971 წლის 27 თებერვალის, ქალაქ თბილისში. 1989–1994 წლებში სწავლობდა თბილისის ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, ზოოინჟინერის ფაკულტეტზე. 1992–1998 წლებში იყო ტელეკომპანია „მეორე არხის“ წამყვანი, 1998–2001 წლებში ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, 2001–2003 წლებში „პირველი არხის“ ალიონის და მოამბის წამყვანი, 2003–2017 წლებში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.[1] 2017–2022 წლებში პოლიტიკაში იყო. იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. ზაალ უდუმაშვილი იყო 2017 წლის თბილისის მერობის კანდიდატი, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.[2] 2020–2022 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]