სევდია უგრეხელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევდია უგრეხელიძე
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 დეკემბერი, 2013 – 2 აგვისტო, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული25 ივლისი, 1949
ქუთაისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლეთენგიზ ჩაჩავა
შვილებინინო და სოფიო
პროფესიახელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი
საქმიანობათბილისის საკრებულოს დეპუტატი

სევდია უგრეხელიძე (დ. 25 ივლისი, 1949, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე დაიბადა 1949 წლის 25 ივლისს ქალაქ ქუთაისში. უმაღლესი განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასა და „პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის“ ინსტიტუტში მიუღია და სპეციალობით არის: ხელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი.

მისი შრომითი ბიოგრაფია 1972 წელს იწყება, როდესაც ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიისა და ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის ლექტორად მუშაობდა 1991 წლამდე. 1999 წელს ადვოკატი გახდა და 2004 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2001 წელს საპარლამენტო კომიტეტებთან არსებული ეროვნული თანხმობის კომისიაში იმუშავა მიწვეულ სპეციალისტად. 2002–2004 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი იყო.

2004 წელს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რაკი მეორე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. 2006–2008 წლებში მიწის მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2008 წელს კვლავ საკრებულოში მოხვდა და ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური მმართველობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დაიკავა. 2013 წელს თბილისის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 2 აგვისტომდე თბილისის მერის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ კვლავ საკრებულოს წევრი გახდა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]