ბერლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს David1010.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: იანვარი 17, 2024.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 30 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „David1010.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|David1010.|ბერლინი}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ქალაქი
ბერლინი
გერმ. Berlin
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა მიტე[1] , ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგი[1] , პანკოვი[1] , შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი[1] , შპანდაუ[1] , შტეგლიც-ცელენდორფი[1] , ტემპელჰოფ-შიონებერგი[1] , ნოიკიოლნი[1] , ტრეპტოვ-კიოპენიკი[1] , მარცან-ჰელერსდორფი[1] , ლიხტენბერგი[1] და რაინიკენდორფი[1]
კოორდინატები 52°31′00″ ჩ. გ. 13°23′00″ ა. გ. / 52.51667° ჩ. გ. 13.38333° ა. გ. / 52.51667; 13.38333
მმართველი კაი ვეგნერი
დაარსდა 1244[2]
პირველი ხსენება 1237, 1244
ფართობი 891.12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 34±1 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 3 755 251 (31 დეკემბერი, 2022)[3]
სასაათო სარტყელი ევროპა/ბერლინი
სატელეფონო კოდი 030
საფოსტო ინდექსი 10115–14199
საავტომობილო კოდი B[4]
ოფიციალური საიტი https://www.berlin.de/politik-verwaltung-buerger/
ბერლინი — გერმანია
ბერლინი

ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 3,85 მილიონი[5] ადამიანს შეადგენს, რაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობით მას ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ ქალაქად აქცევს.[6] ქალაქი გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან ერთ-ერთია, იგი გარშემორტყმულია ბრანდენბურგის მხარით და ესაზღვრება მის დედაქალაქ პოტსდამს. ბერლინის საქალაქო ტერიტორია მისი 4,5 მილიონი მცხოვრებით, ყველაზე დასახლებული ურბანული ტერიტორიაა გერმანიაში. ორივე ქალაქი ბერლინ-ბრანდენბურგის მეტროპოლიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც 6.2 მილიონი მოსახლეობით გერმანიის მეორე უმსხვილესი მეტროპოლიური რეგიონია რაინ-რურის შემდეგ.[7]

ბერლინი გაშენებულია მდინარე შპრეეს ორივე ნაპირზე, რომელიც შპანდაუს რაიონის დასავლეთ ნაწილში ერთვის მდინარე ჰაფელს (მდინარე ელბის მარჯვენა შენაკადი). ქალაქის ძირითად ტოპოგრაფიულ მახასიათებლებს შორისაა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში შპრეეს, ჰაფელისა და დამეს მიერ წარმოქმნილი მრავალი ტბა, რომელთაგან უდიდესია მიუგელზეე. ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი ტყეებს, პარკებს, ბაღებს, მდინარეებს, არხებსა და ტბებს უკავია. ქალაქი მდებარეობს ცენტრალურგერმანული დიალექტების გავრცელების ზონაში და საუბრობენ ბერლინურ დიალექტზე.

დოკუმენტებში პირველად XIII საუკუნეში მოხსენიებული[8] და ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული სავაჭრო მარშრუტის[9] გზაჯვარედინზე მყოფი ბერლინი სხვადასხვა დროს იყო ბრანდენბურგის საკურფიურსტოს (1417–1701), პრუსიის სამეფოს (1701–1918), გერმანიის იმპერიის (1871–1918), ვაიმარის რესპუბლიკისა (1919–1933) და მესამე რაიხის (1933–1945) დედაქალაქი. განმანათლებლობის, ნეოკლასიციზმისა და ლიბერალური რევოლუციის დროს ბერლინი წარმოადგენდა სამეცნიერო, სახელოვნებო და ფილოსოფიურ ცენტრს. გრიუნდერების ეპოქაში, ინდუსტრიალიზაციით გამოწვეულმა ბუმმა, ბერლინის მოსახლეობის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი. 1920-იან წლებში ბერლინი მოსახლეობის რაოდენობით მესამე უდიდესი ქალაქი იყო მსოფლიოში.[10]

მეორე მსოფლიო ომისა და შემდეგ გამარჯვებული ქვეყნების მიერ მისი ოკუპაციის დროს, განადგურებული ქალაქი ორად გაიყო; დასავლეთი ბერლინი დასავლეთ გერმანიის დე-ფაქტო ექსკლავი გახდა, რომელიც გარშემორტყმული იყო ბელინის კედლითა (1961 წლის აგვისტოდან 1989 წლის ნოემბრამდე) და აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიით.[11] აღმოსავლეთი ბერლინი აღმოსავლეთ გერმანიის დედაქალაქად გამოცხადდა, ხოლო დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი ბონი გახდა. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინი კვლავ ერთიანი გერმანიის დედაქალაქი გახდა.

ბერლინი არის კულტურის, პოლიტიკის, მედიისა და მეცნიერების გლობალური ქალაქი.[12][13][14][15] მისი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური ფირმები და მომსახურების სფერო, რომლებიც მოიცავს შემოქმედებითი ინდუსტრიის, სტარტაპების, კვლევითი ცენტრების, მედია კორპორაციებისა და საკონფერენციო ცენტრების ფართო სპექტრს.[16][17] ბერლინი არის საჰაერო და სარკინიგზო კავშირების კონტინეტური ჰაბი და გააჩნია მაღალი სირთულის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი. მეგაპოლისი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.[18] მნიშვნელოვანი სამრეწველო დარგები ასევე მოიცავს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, ბიოსამედიცინო ინჟინერიას, ბიოტექნოლოგიას, საავტომობილო წარმოებას, მშენებლობას, ელექტრონიკას, სოციალურ ეკონომიკასა და სუფთა ტექნოლოგიებს.

ბერლინში არის მრავალი მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი, რომელთა შორისაა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ხელოვნების უნივერსიტეტი, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლა, ჰერთის სკოლა და ბარდის კოლეჯი. ქალაქის ზოოპარკი მნახველების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. რადგან Studio Babelsberg მსოფლიოში პირველ ფართომასშტაბიან კინოსტუდიის კომპლექსს წარმოადგენს, ბერლინი საერთაშორისო კინომწარმოებლებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება.[19] ქალაქი სახელგანთქმულია თავისი ფესტივალებით, მრავალფეროვანი არქიტექტურით, ღამის ცხოვრებით, თანამედროვე ხელოვნებითა და ცხოვრების მაღალი დონით.[20]

ბერლინში არის მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ობიექტი: სამუზეუმო კუნძული, პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები და ბერლინის მოდერნისტული შენობები.[21] სხვა ღირსშესანიშბაობებს შორისაა, ბრანდენბურგის კარიბჭე, რაიხსტაგის შენობა, პოტსდამის მოედანი, ჰოლოკოსტის მემორიალი, ბერლინის კედლის მემორიალი, East Side Gallery, ბერლინის გამარჯვების კოლონა, ბერლინის საკათედრო ტაძარი და გერმანიის უმაღლესი ნაგებობა ბერლინის ტელეანძა. ბერლინს აქვს მრავალი მუზეუმი, გალერეა, ბიბლიოთეკა, ორკესტრი და სპორტული ღონისძიება, მათ შორის სამუზეუმო კუნძული, გერმანული ისტორიის მუზეუმი, ებრაული მუზეუმი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის ფილარმონია და ბერლინის მარათონი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ბერლინის ტერიტორიაზე პირველი ადამიანის ყველაზე ადრეული კვალი ძვ.წ. 60 000 წლით თარიღდება.[22] ბისდორფში აღმოჩენილი მეზოლითური ირმის რქის ნიღაბი, დათარიღებულია დაახლოებით ძვ.წ. 9000 წლით.[23] ნეოლითის დროს ამ ტერიტორიაზე მრავალი თემი სახლობდა, ხოლო შემდეგ უკვე ბრინჯაოს ხანაში 50 სოფელში 1000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. დასახლება ადრეულმა გერმანულმა ტომებმა დაახლოებით ძვ.წ. 500-იან წლებში დაიკავეს. ჩვ.წ. 750-იან წლებში ტერიტორიაზე სლავური დასახლებები და ციხესიმაგრეები გაჩნდა.[24]

XII-XVI საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1688 წლის ბერლინის რუკა
ბერლინის საკათედრო ტაძარი (მარცხნივ) და ბერლინის სასახლე (მარჯვნივ), 1900

დრევანდელი ბერლინის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების დასახლებების ყველაზე ადრეული მტიკცებულებაა 1174 წლით დათარიღებული სახლის საძირკველი, რომელიც მიტეს რაიონში გათხრების დროს აღმოაჩინეს[25] და ასევე დაახლოებით 1192 წლით დათარიღებული ხის ძელი.[26] წერილობით ჩანაწერებში დღევანდელი ბერლინის ტერიტორიაზე არსებული ქალაქები, პირველად XII საუკუნის ბოლო პერიოდში ჩნდება. შპანდაუს შესახებ პირველი ცნობები 1197 წელს, ხოლო კეპენიკის 1209 წელს ჩნდება, თუმცა 1920 წლამდე ეს ტერიტორიები ბერლინის შემადგენლობაში არ შედიოდა.[27] ბერლინის ცენტრალური ნაწილი ორი ძველი ქალაქის ფარგლებში იყო მოქცეული. ფიშერის კუნძულზე მდებარე კიოლნი პირველად 1237 წლის დოკუმენტში არის ნახსენები, ხოლო შპრეეს გაღმა ნაპირზე განლაგებული ბერლინი, რომელიც დღეს ნიკოლაიფირტელის სახელითაა ცნობილი, დოკუმენტებში პირველად 1244 წელს იხსენიება.[26] ქალაქის დაარსების თარიღად 1237 წელი ითვლება.[28] გარკვეული დროის განმავლობაში ორმა ქალაქმა მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური კავშირი დაამყარა და მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე Via Imperii და ბრიუგე-ნოვგოროდი მოპოვებული უფლებით დიდი სარგებელი მიიღო.[9] 1307 წელს მათ შექმნეს კავშირი ერთიანი საგარეო პოლიტიკით, თუმცა შიდა ადმინისტრირება კვლავ დამოუკიდებელი დარჩა.[29][30]

1415 წელს ბრანდენბურგის კურფიურსტი ფრიდრიხ I გახდა, რომელიც 1440 წლამდე მართავდა.[31] XV საუკუნეში მისმა მემკვიდრემ ბერლინ-კიოლნი საკურფიურსტოს დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენლები ბერლინს 1918 წლამდე მართავდნენ, თავდაპირველად როგორც, ბრანდენბურგის კურფიურსტები, შემდეგ პრუსიის მეფეები, საბოლოოდ კი როგორც გერმანიის იმპერატორები. 1443 წელს ფრიდრიხ II-მ ბერლინ-კიოლნის ტერიტორიაზე ახალი სამეფო სასახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული სამოქალაქო პროტესტი, საბოლოოდ, 1448 წელს „ბერლინელთა აღშფოთებით“ (გერმ. Berliner Unwille) დასრულდა.[32][33] პროტესტი წარუმატებელი აღმოჩნდა და მოქალაქეებმა მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური პრივილეგია დაკარგეს. 1451 წელს, სამეფო სასახლის დასრულების შემდეგ, თანდათანობით მისი გამოყენება დაიწყო. 1470 წლიდან ალბრეხტ III-ის კურფიურსტობის პერიოდში ბერლინ-კიოლნი ახალი სამეფო რეზიდენცია გახდა.[30] ოფიციალურად, ბერლინ-კიოლნის სასახლე ბრანდენბურგის კურფიურსტების, ჰოენცოლერნების მუდმივ რეზიდენციად 1486 წელს იოჰან ციცერონის მმართველობის პერიოდში გამოცხადდა.[34] მიუხედავად ამისა, ბერლინ-კიოლნი იძულებული გახდა ჰანზის თავისუფალი ქალაქის სტატუსზე უარი ეთქვა. 1539 წელს კურფიურსტები და ქალაქი ოფიციალურად ლუთერანული გახდა.[35]

XVII-XIX საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1618-1648 წლებში მიმდინარე ოცდაათწლიანმა ომმა ბერლინი გაანადგურა. სახლების ერთი მესამედი დაზიანდა ან განადგურდა, ხოლო ქალაქის მოსახლეობა განახევრდა.[36] 1640 წელს გეორგ ვილჰელმი მისმა შვილმა, ფრიდრიხ ვილჰელმმა (ცნობილი როგორც „დიდი კურფიურსტი“) შეცვალა, რომელმაც იმიგრაციისა და რელიგიური ტოლერანტობის წახალისების პოლიტიკა წამოიწყო.[37] 1685 წელს, ფრიდრიხ ვილჰელმმა პოტსდამის ედიქტის საფუძველზე ფრანგ ჰუგენოტებს თავშესაფარი შესთავაზა.[38]

1700 წლისთვის, ჰუგენოტების ემიგრაციის გამო, ბერლინის მოსახლეობის 30 პროცენტს ფრანგები წარმოადგენდნენ.[39] ამავე პერიოდში იმიგრანტები ჩამოვიდნენ ბოჰემიიდან, პოლონეთიდან და ზალცბურგიდან.[40]

1871 წელს ბერლინი გერმანიის იმპერიის დედაქალაქი გახდა და მომდევნო წლებში სწრაფად გაფართოვდა.

1618 წლიდან ბრანდენბურგის საკურფიურსტო პირად უნიაში იყო პრუსიის საჰერცოგოსთან. 1701 წელს ორმაგმა სახელმწიფომ შექმნა პრუსიის სამეფო, რადგან ბრანდენბურგის კურფიურსტმა ფრიდრიხ III-მ გვირგვინი, როგორც პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-მა დაიდგა. ბერლინი ახალი სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა[41] და შეცვალა კენიგსბერგი. ეს იყო დიდ ტერიტორიაზე განფენილი სახელმწიფოს დედაქალაქის ცენტრალიზაციის წარმატებული მცდელობა და პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქმა ზრდა დაიწყო. 1709 წელს ბერლინს ოთხი ქალაქი კიოლნი, ფრიდრიხსვერდერი, ფრიდრიხშტადტი და დოროთეენშტადტი შეერწყა და საერთო სახელის ბერლინის ქვეშ (გერმ. „Haupt- und Residenzstadt Berlin“) გაერთიანდა.[29]

1740 წელს ძალაუფლება ხელში ფრიდრიხ II დიდმა (1740–1786) აიღო.[42] ფრიდრიხ II-ის მმართველობის პერიოდში ბერლინი საგანმანათლებლო ცენტრი გახდა, თუმცა შვიდწლიანი ომის განმავლობაში, გარკვეული დროით რუსული არმიის ოკუპაციაში იმყოფებოდა.[43] მეოთხე კოალიციის ომში საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ, 1806 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი ბერლინში შევიდა და ქალაქს თვითმმართველობა მიანიჭა.[44] 1815 წელს ქალაქი ბრანდენბურგის პროვინციის ნაწილი გახდა.[45]

XIX საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბერლინის გარდაქმნა გამოიწვია; ქალაქის ეკონომიკა და მოსახლეობა სწრაფი ტემპებით გაიზარდა და გერმანიის მთავარი სარკინიგზო ჰაბი და ეკონომიკური ცენტრი გახდა. მალე დაიწყო გარეუბნების განვითარება და ბერლინის ტერიტორია და მოსახლეობა გაიზარდა. 1861 წელს მეზობელი გარეუბნები, მათ შორის, ვედინგი, მოაბიტი და რამდენიმე სხვა ტერიტორია ბერლინს შეუერთდა.[46] 1871 წელს ბერლინი ახლადშექმნილი გერმანიის იმპერიის დედაქალაქი გახდა.[47] 1881 წელს ბრანდენბურგს გამოეყო და თვითმმართველი ქალაქი გახდა.[48]

XX-XXI საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ბერლინი გერმანული ექსპრესიონისტული მოძრაობისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენდა.[49] არქიტექტურის, ფერწერისა და კინოს მიმართულებით მხატვრული სტილის ახალი ფორმები გამოიგონეს. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფილიპ შაიდემანმა რაიხსტაგის შენობაში რესპუბლიკა გამოაცხადა. 1920 წელს მიღებული დიდი ბერლინის აქტით ბერლინის მიმდებარე ქალაქები, სოფლები და მიწები გაფართოებული ქალაქის საზღვრებში მოექცა. აქტით ქალაქ ბერლინის ფართობი 66-დან 883 კმ²-მდე გაიზარდა. მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და ოთხ მილიონს მიაღწია. ვაიმარის ეპოქაში, ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, ბერლინმა პოლიტიკური მღელვარება განიცადა, თუმცა ამავე დროს ხმაურიანი ოციანების ცნობილი ცენტრი გახდა. მეტროპოლიამ, როგორც მსოფლიოს მთავარმა დედაქალაქმა დიდი წინსვლა განიცადა და ცნობილი გახდა წამყვანი როლით მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ქალაქგეგმარებაში, კინოში, უმღლეს განათლებაში, მთავრობასა და მრეწველობაში. ალბერტ აინშტაინმა საზოგადოებაში დიდი ცნობადობა 1921 წელს ბერლინში ყოფნის დროს მოიპოვა,[50] როცა ფიზიკაში ნობელის პრემია მიიღო.[51]

1933 წელს ძალაუფლება ხელში ადოლფ ჰიტლერმა და ნაცისტურმა პარტიამ აიღო. ჰიტლერი შთაგონებული იყო ვენაში ნანახი არქიტექტურით და სურდა გერმანიის იმპერია, რომლის დედაქალაქსაც მსგავსი მონუმენტური ანსამბლი ექნებოდა. ძალაუფლებისა და ავტორიტეტის არქიტექტურაში გამოსახატავად, ნაციონალ-სოციალისტურმა რეჟიმმა ბერლინში მონუმენტური სამშენებლო პროექტების განხორციელება დაიწყო. ადოლფ ჰიტლერმა და ალბერტ შპეერმა ქალაქის მსოფლიო დედაქალაქ გერმანიად გარდასაქმნელად არქიტექტურული კონცეფციები შეიმუშავეს, რომელთა განხორციელება ვერ მოხერხდა.[52]

1933-1939 წლებში, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მმართველობის პერიოდში, ემიგრაციის გამო ბერლინის ებრაული თემი 160 000-დან (ქვეყნის ებრაული მოსახლეობის ერთი მესამედი) 80 000-მდე შემცირდა. 1938 წლის ბროლის ღამის შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებელი რამდენიმე ათასი ებრაელი დააპატიმრეს და ახლომდებარე ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1943 წლიდან დაწყებული ბევრი მათგანი ლოძის მსგავს გეტოებსა და, ასევე ოსვენციმისნაირ საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკებში მოხვდა.[53]

1936 წელს ბერლინმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, რომლისთვისაც ქალაქში ოლიმპიური სტადიონი აშენდა.[54]

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ბერლინი (პოტსდამის მოედანი, 1945)

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში მოკავშირეთა საჰაერო იერიშებისა და 1945 წლის ბერლინის ოპერაციის შედეგად ბერლინის დიდი ნაწილი განადგურდა. მოკავშირეებმა ქალაქში 67 607 ტონა ბომბი ჩამოაგდეს და 6 427 ჰექტარი განაშენიანებული ტერიტორია გაანადგურეს. დაახლოებით 125 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[55] 1945 წლის მაისში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბერლინმა აღმოსავლეთ პროვინციებიდან ლტოლვილების დიდი ნაკადი მიიღო. გამარჯვებულმა ქვეყნებმა ქალაქი გერმანიის დანარჩენი ტერიტორიის მსგავსად ოთხ სექტორად გაყვეს მოკავშირე ქვეყნებმა (აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი) დასავლეთი ბერლინი, ხოლო საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთი ბერლინი შექმნეს.[56]

ამერიკული და საბჭოთა ტანკები ერთმანეთის პირისპირ. გადაღებული 1961 წელს „ჩეკპოინტ ჩარლისთან“.
ბერლინის კედელი (დასავლეთის მხრიდან მოხატული) იყო ბარიერი, რომელიც 1961-1989 წლებში ქალაქს ორად ჰყოფდა.

მეორე მსოფლიო ომის ოთხივე მოკავშირე ქვეყანამ ბერლინზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაიზიარა. თუმცა, 1948 წელს მას შემდეგ რაც დასავლელმა მოკავშირეებმა დასავლეთ გერმანიასა და ბერლინის სამ დასავლეთ სექტორში სავალუტო რეფორმა გააფართოვეს, საბჭოთა კავშირმა ბერლინის ბლოკადა გამოაცხადა და დასავლეთ ბერლინის მისასვლელი გზები ჩაკეტა, რომლებიც სრულად საბჭოთა მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით იყო შემოსაზღვრული. სამი დასავლელი მოკავშირის მიერ ორგანიზებულმა საჰაერო ხიდმა, ბლოკადა გაარღვია და 1948 წლის ივნისიდან 1949 წლის მაისამდე ქალაქი საკვებითა და სხვადასხვა პროდუქტებით მარაგდებოდა.[57] 1949 წელს დასავლეთ გერმანიაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომელიც მოიცავდა ყველა ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ ზონებს, გარდა ბერლინში არსებული ამავე ქვეყნების კონტროლქვეშ მყოფი ზონებისა, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში მარქსისტულ-ლენინისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა. დასავლეთ ბერლინი ოფიციალურად ოკუპირებული რჩებოდა, თუმცა გეოგრაფიული იზოლაციის მიუხედავად, პოლიტიკურად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან იყო დაკავშირებული. დასავლეთ ბერლინში საჰაერო გადაზიდვების განხორციელების უფლება, მხოლოდ ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ ავიაკომპანიებს ჰქონდათ.

ბერლინის კედლის დაცემა 1989 წლის 9 ნოემბერს. 1990 წლის 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების პროცესი ფორმალურად დასრულდა.

ორი გერმანული სახელმწიფოს შექმნამ ცივი ომის დროს დაძაბულობა გაზარდა. დასავლეთი ბერლინი გარშემორტყმული იყო აღმოსავლეთ გერმანიით, ხოლო აღმოსავლეთმა გერმანიამ კი ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი თავის დედაქალაქად გამოაცხადა, რომელსაც დასავლური სახელმწიფოები არ აღიარებდნენ. აღმოსავლეთი ბერლინი ქალაქის ისტორიული ცენტრის დიდ ნაწილს მოიცავდა. დასავლეთ გერმანიის მთავრობა ქალაქ ბონში განთავსდა.[58] 1961 წელს აღმოსავლეთ გერმანიამ, დასავლეთ ბერლინის ირგვლივ ბერლინის კედლის მშენებლობა დაიწყო და ჩეკპოინტ ჩარლისთან სატანკო დაპირისპირებაში გადაიზარდა. დასავლეთი ბერლინი დასავლეთ გერმანიის დე-ფაქტო ნაწილი გახდა, განსაკუთრებული სტატუსით, ხოლო აღმოსავლეთი ბერლინი აღმოსავლეთ გერმანიის დე-ფაქტო ნაწილი. 1963 წლის 26 ივნისს, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე შიონებერგის მერიის შენობის წინ ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ თავისი სიტყვა „Ich bin ein Berliner“ წარმოთქვა და დასავლეთ ბერლინისადმი აშშ-ის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.[59] ბერლინი სრულად გაიყო. მაშინ როდესაც, დასავლეთის მაცხოვრებლებს, მკაცრად კონტროლირებადი საკონტროლო-გამშვები პუნქტების საშუალებით შეეძლოთ მეორე მხარეს მოხვედრა, აღმოსავლეთ ბერლინის მაცხოვრებლებისთვის დასავლეთ ბერლინსა და დასავლეთ გერმანიაში გამგზავრება აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო. 1971 წელს ოთხი სახელმწიფოს მიერ მიღწეული შეთანხმებით, შესაძლებელი გახდა ავტომობილითა და მატარებლით, აღმოსავლეთი გერმანიის ტერიტორიის გავლით დასავლეთ ბერლინში მოხვედრა და უკან დაბრუნება.[60]

1989 წელს, ცივი ომის დარულებისა და აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები მოსახლეობის ზეწოლით, 9 ნოემბერს ბერლინის კედელი დაეცა, მოგვიანებით კი თითქმის მთლიანად დაინგრა. დღეისათვის, კედლის ყველაზე დიდი შემორჩენილი ფრაგმენტი East Side Gallery-შია წარმოდგენილი. 1990 წლის 3 ოქტომბერს ორ ნაწილად გაყოფილი გერმანია გაერთიანდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა, ხოლო ერთიანი ბერლინი მისი დედაქალაქი გახდა. ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ, ქალაქმა მნიშვნელოვანი ურბანულ განვითარებას მიაღწია და კვლავ გავლენას ახდენს ქალაქგეგმარებაზე.[61]

დასავლეთ ბერლინის მერი ვალტერ მომპერი, გაერთიანებული ქალაქის პირველი დროებითი მერი გახდა.[62] 1990 წლის დეკემბერში გამართული ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ერთიანი ბერლინის“ პირველი მერი აირჩა, რომელიც მოვალეობის შესრულებას 1991 წლის იანვრიდან შეუდგა, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის ცალკეული მერების უფლებამოსილების ვადები ამოიწურა. ებერჰარდ დიპგენი (დასავლეთ ბერლინის ყოფილი მერი) გაერთიანებული ბერლინის პირველი მერი გახდა.[63] 1994 წლის 18 ივნისს ამერიკელმა, ფრანგმა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღეს აღლუმში, რომელიც მოკავშირეთა საოკუპაციო ძალების ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებული ცერემონიის ფარგლებში გაიმართა და რამაც ბერლინის გაერთიანებას შეუწყო ხელი[64] (ბოლო რუსმა ჯარისკაცმა ბერლინი 31 აგვისტოს დატოვა, ხოლო დასავლეთის მოკავშირეების საბოლოო გასვლა 1994 წლის 8 სექტემბერში განხორციელდა). 1991 წლის 20 ივნისს ბუნდესტაგმა (გერმანიის პარლამენტი) კენჭისყრაზე გერმანიის დედაქალაქის ბონიდან ბერლინში გადმოტანას დაუჭირა მხარი, რაც საბოლოოდ 1999 წელს გერჰარდ შრედერის კანცლერობის პერიოდში დასრულდა.[65]

აღდგენილი ბერლინის სასახლე 2022 წელს

2021 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად ოლქების ნაწილი გაერთიანდა და მათი რაოდენობა 23-დან 12-მდე შემცირდა.[66]

2006 წელს ბერლინმა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლა.[67]

2002 წელს დაიწყო „ბერლინის კედლის ბილიკის“ (გერმ. Berliner Mauerweg) მშენებლობა, რომელიც 2006 წელს დასრულდა.

2016 წელს კაიზერ ვილჰელმის მემორიალური ეკლესიის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი განხორციელდა, ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირი სატვირთო ავტომანქანით საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა და 55 დაშავდა.[68][69]

2018 წელს გერმანიის ულტრამემარჯვენე ძალების პოლიტიკის საპასუხოდ, ბერლინში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ სოლიდარობის აქციაზე ქალაქის ქუჩებში 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.[70]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის თანამგზავრული ფოტო
ტყეებითა და ტბებით დაფარული ბერლინის გარეუბნები.

ბერლინი მდებარეობს გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დაბალი ჭაობიანი ტყეების ზონაში, რომლის ტოპოგრაფია ძირითადად დაბლობითაა გამოხატული და წარმოადგენს შუა ევროპის ვაკის ნაწილს, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთიდან დასავლეთ რუსეთამდე ვრცელდება. ბერლინის მყინვარული ხეობა „Berliner Urstromtal“ (გამყინვარების პერიოდის მყინვარული ხეობა), რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით ბარნიმის პლატოსა და სამხრეთით ტელტოვის პლატოს შორის, წარმოქმნილია ყინულოვანი ფარიდან ჩამონადენი წყლის მიერ ვიურმული გამყინვარების ბოლოს. ამ ხეობაში ახლა მდინარე შპრეე მიედინება. ბერლინის დასავლეთ ნაწილში, შპანდაუს რაიონში შპრეე მდინარე ჰაფელს ერთვის, რომელიც დასავლეთ ბერლინში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიედინება. ჰაველის დინება კუნძულების ჯაჭვითაა წარმოდგენილია, რომელთა შორის უდიდესია ტეგელერ-ზეე და გროსერ-ვანზეე. ასევე მცირე ტბების გარკვეული ნაწილი ჩაედინება მდინარე შპრეეში, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში მიუგელზეეს ერთვის.[71]

თანამედროვე ბერლინი განფენილია დაბალ პლატოებზე, მდინარე შპრეეს ხეობაში, მის ორივე ნაპირზე. რაინიკენდორფის და პანკოვის რაიონების ძირითადი ნაწილი ბარნიმის პლატოზე მდებარეობს, ხოლო შარლოტენბურგ-ვილმერსდორფის, შტეგლიც-ცელენდორფის, ტემპელჰოფ-შიონებერგის და ნოიკიოლნის რაიონები ტელტოვის პლატოზეა განლაგებული.

შპანდაუს რაიონი ნაწილობრივ ბერლინის მყინვარულ ხეობაში, ხოლო ნაწილობრივ ნაუენის პლატოზეა განლაგებული, რომელიც ბერლინის დასავლეთში მდებარეობს. 2015 წლიდან, პანკოვში, ზღვის დონიდან 122 მეტრ სიმაღლეზე მდებარე არკენბერგის ბორცვები ბერლინის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს. რასაც ხელი შეუწყო ტოიფელსბერგის (120,1 მეტრი) ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნანგრევების გაწმენდამ.[72] 114,7 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მიუგელბერგი, წარმოადგენს ყველაზე მაღალ ბუნებრივ წერტილს, ხოლო ყველაზე დაბალს შპანდაუში მდებარე სპექტეზეე 28,1 მეტრ სიმაღლეზე.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინში არის ოკეანური კლიმატი (კიოპენი: Cfb),[73] რომელიც ნოტიო კონტინენტურ კლიმატს (Dfb) ესაზღვრება. ამ ტიპის კლიმატი ხასიათდება ზომიერი და ძალიან თბილი ზაფხულითა და რბილი, არა ძალიან მკაცრი ზამთრით. ნალექების წლიური რაოდენობა მცირეა.[74][75]

ზამთარში ხშირია ყინვები, ხოლო სეზონებს შორის ტემპერატურული რყევა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ის რაც ჩვეულებრივ ოკეანური კლიმატისთვის არის დამახასიათებელი. ზაფხული თბილი და ზოგჯერ ნოტიოა, საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 22–25 °C, ხოლო მინიმალური 12–14 °C. ზამთარი ცივია, საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 3 °C და მინიმალური −2-დან 0 °C-მდე. გაზაფხული და შემოდგომა ჩვეულებრივ ზომიერად გრილია. ბერლინის განაშენიანებული ტერიტორია წარმოქმნის მიკროკლიმატს, სადაც ნაგებობებისა და ტროტუარების მიერ სითბოს დაგროვება ხდება. ქალაქის ტემპერატურა შესაძლოა 4 °C-ით უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მიმდებარე რაიონებში.[76] ნალექების წლიური რაოდენობა 570 მილიმეტრია და მთელი წლის განმავლობაში ხასიათდება ზომიერი ნალექებით. თოვლი ძირითადად დეკემბრიდან-მარტამდე პერიოდში მოდის.[77] ყველაზე დიდი სიცხე ბერლინში 1934 წლის ივლისში დაფიქსირდა და საშუალო ტემპერატურამ 23.0 °C შეადგინა, ხოლო ყველაზე ცივი 1709 წლის იანვარი აღმოჩნდა, როდესაც საშუალო ტემპერატურა −13.2 °C იყო.[78] ყველაზე მაღალი ტენიანობა 1907 წლის ივლისში დაფიქსირდა, სადაც მოსული ნალექის რაოდენობამ 230 მილიმეტრს მიაღწია, ხოლო ყველაზე მშრალი პერიოდი 1866 წლის ოქტომბერი, 1902 წლის ნოემბერი, 1908 წლის ოქტომბერი და 1928 წლის სექტემბერი გამოდგა, ოთხივე შემთხვევაში ნალექების რაოდენობამ 1 მილიმეტრი შეადგინა.[79]

ჰავის მონაცემები — ბერლინ-ბრანდენბურგი 1991–2020, ექსტრემალური 1957–2021
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 15.1 19.2 25.8 30.8 32.7 38.4 38.3 38.0 32.3 27.7 20.9 15.6 38.4
საშუალო მაქსიმალური °C 10.6 12.4 17.9 24.0 28.4 31.5 32.7 32.7 26.9 21.5 14.8 11.2 34.8
საშუალო მაღალი °C 3.2 4.9 9.0 15.1 19.6 22.9 25.0 24.8 19.8 13.9 7.7 4.1 14.2
საშუალო დღიური °C 0.7 1.6 4.6 9.7 14.2 17.6 19.6 19.2 14.7 9.6 4.9 1.8 9.9
საშუალო დაბალი °C −2.2 −1.8 0.4 4.0 8.2 11.7 14.0 13.5 9.8 5.6 1.9 −0.9 5.3
საშუალო მინიმალური °C −12.0 −9.5 −5.8 −2.6 1.7 6.3 8.9 8.1 3.9 −1.3 −5.0 −8.9 −14.2
რეკორდულად დაბალი °C −25.3 −22.0 −19.1 −7.4 −2.8 1.3 4.9 4.6 −0.9 −7.7 −17.8 −24.0 −25.3
საშუალო ნალექი (მმ) 41.5 30.0 35.9 27.7 52.8 60.2 70.0 52.4 43.6 40.3 38.8 39.1 532.3
საშუალო თვიური მზიანი საათები 52.6 77.9 126.7 196.4 231.1 232.9 233.7 222.2 168.9 113.8 57.4 45.0 1 758,6
წყარო: მონაცემები აღებულია Deutscher Wetterdienst-დან[80]

ქალაქის იერსახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის ცენტრალური ნაწილის აეროფოტო, სადაც ნაჩვენებია სიტი-უესტი, პოტსდამის მოედანი და ალექსანდერპლაცი
ალექსანდერპლაცის პანორამა
ნაცისტების მიერ წიგნების დაწვის მემორიალი ბებელპლაცზე, ავტორი მიხა ულმანი

ბერლინის ისტორიამ ქალაქი ეკლექტიკური არქიტექტურის მქონე პოლიცენტრულ მეტროპოლიად ჩამოაყალიბა. ქალაქის დღევანდელი იერსახის ფორმირება ძირითადად XX საუკუნეში განხორციელდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვის შედეგად ქალაქის როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გადარჩენილი შენობების ნაწილი, ომის შემდგომ პერიოდში დაანგრიეს. გაერთიანების შემდეგ მრავალი ისტორიული ობიექტის აღდგენა მოხდა, მათ შორის, ფორუმ ფრიდერიციანუმი, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, შარლოტენბურგის სასახლე, გენდარმენმარქტი და კომენდანტის სახლი, ასევე ქალაქის სასახლე.

ქალაქში მაღალი შენობები მთელი ბერლინის მასშტაბითაა გაბნეული, მაგალითად მათი პოვნა შესაძლებელია პოტსდამის მოედანზე, სიტი-უესტსა და ალექსანდერპლაცზე.

ბერლინის ტერიტორიის მესამედზე მეტი მწვანე ზონებს, ტყეებსა და ტბებს უკავია.[87] ბერლინის სიდიდით მეორე და ყველაზე პოპულარული პარკი დიდი ტირგარტენი პირდაპირ ქალაქის შუაგულშია განთავსებული.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტეში, ალექსანდერპლაცზე მდებარე ბერლინის ტელეანძა, რომლის სიმაღლეც 368 მეტრს შეადგენს, ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალ შენობებს შორისაა. ის 1969 წელს აშენდა და ბერლინის თითქმის ყველა ცენტრალური რაიონიდან მოჩანს. ქალაქის დათვალიერება 204 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული გადასახედიდან არის შესაძლებელი. აქედან კარლ მარქსის ხეივანი აღმოსავლეთით მიემართება, გამზირზე სოციალისტური კლასიციზმის სტილში დაპროექტებული მონუმენტური საცხოვრებელი შენობებია განლაგებული. ამ ტერიტორიასთან მდებარეობს წითელი რატუშა (ქალაქის მერია), მისთვის დამახასიათებელი წითელი აგურის არქიტექტურით. მის წინ მდებარეობს ნეპტუნის შადრევანი. ტრიტონების მითოლოგიური ჯგუფით წარმოდგენილი შადრევანი პრუსიის ოთხ მთავარ მდინარეს განასახიერებს, ხოლო მის თავზე ნეპტუნის ქანდაკებაა.

ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინისა და გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ის წარმოადგენს მოვლენებით დატვირთული ევროპული ისტორიის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო. რაიხსტაგის შენობა არის გერმანიის პარლამენტის ტრადიციული ადგილი. 1990-იან წლებში მასზე ბრიტანელი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის პროექტით რეკონსტრუქცია განხორციელდა და სხდომათა დარბაზის თავზე შუშის გუმბათი განთავსდა, რომელიც საზოგადოებისთვის პარლამენტის სხდომებზე თავისუფალ წვდომასა და ქალაქზე შესანიშნავ ხედს უზრუნველყოფს.

East Side Gallery არის ღია ცის ქვეშ განთავსებული ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო კომპლექსი, სადაც ნამუშევრები პირდაპირ ბერლინის კედლის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა შესრულებული. ეს ქალაქის ისტორიული გაყოფის უდიდესი შემორჩენილი მტკიცებულებაა.

გენდარმენმარქტი ბერლინის ნეოკლასიკური მოედანია, რომლის სახელწოდებაც XVIII საუკუნეში, ამ ადგილას განთავსებული ჟანდარმების კლონის შტაბ-ბინისგან მომდინარეობს. ისი გამოყოფილია ორი ერთნაირი დიზაინის მქონე ეკლესიით: ფრანგული ტაძარი გადმოსახედით და გერმანული ტაძარი. ორ საკათედრო ტაძარს შორის მდებარეობს საკონცერტო დარბაზი, სადაც ბერლინის სიმფონიური ორკესტრია განთავსებული.

მდინარე შპრეეზე მდებარე სამუზეუმო კუნძულზე ხუთი მუზეუმია განლაგებული, რომლებიც 1830-1930 წლებში აშენდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს. მიმდინარეობს მუზეუმების მთავარი შესასვლელის რესტავრაცია და სამშენებლო სამუშაოები, ასევე ქალაქის სასახლის რეკონსტრუქცია.[88][89] კუნძულზე ლუსტგარტენის და სასახლის გვერდით მდებარეობს ბერლინის საკათედრო ტაძარი, რომელიც იმპერატორ ვილჰელმ II-ის ამბიციურ პროექტს წარმოადგენდა და მისი მიზანი იყო შეექმნა რომში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკის პროტესტანტული ანალოგი. დიდ საძვალეში ინახება ადრეული პრუსიის სამეფო ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის ნაშთი. წმინდა იადვიგას ტაძარი არის ბერლინის რომაული კათოლიკური ტაძარი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის ცენტრი

ბერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი. ბერლინში თურქთა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარგარეთული დიასპორაა.

ბერლინის მოსახლეობის 60% ათეისტია, 23% - პროტესტანტი, 9% - კათოლიკე და 6% - მუსლიმი.

ღამის ხედი ბერლინზე

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინს მაღალგანვითარებული სატრანსპორტო კომპლექსი აქვს. 979 ხიდი გადებულია ქალაქში არსებულ 197 კმ სიგრძის სამდინარო მონაკვეთზე, გზების საერთო სიგრძე 5,334 კმ-ია, ხოლო ავტოსტრადებისა 73 კმ. 2006 წელს ქალაქში 1.416 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ანუ 416 ავტომანქანა 1000 სულზე. (587/1000 გერმანიაში), ბერლინში, როგორც გერმანიის უდიდესსა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების მცირე რაოდენობა მოდის.

შორი მანძილის რკინიგზა გერმანიის დედაქალაქს ქვეყნის ასეულობით და მეზობელი სახელმწიფოების უმთავრეს ქალაქებთან აკავშირებს. ბერლინს ევროპაში უმსხვილესი სარკინიგზო კვანძი აქვს. ბერლინი ცნობილია მაღალგანვითარებული საველოსიპედო გზებით, სადაც დღიურად 400 000 ველოსიპედისტი მოძრაობს, რაც 2007 წლის მონაცემებით, მგზავრთა საერთო მაჩვენებლის 12%-ს შეადგენდა. ბერლინის სენატი ცდილობს 2010 წლისთვის ეს პროცენტი 15-მდე გაზარდოს. საველოსიპედო გზა 620 კილომეტრს მოითვლის; ავტობუსებისთვის ქალაქში 70 კმ მარშრუტია დათმობილი.

აეროპორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) უდიდესი და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF); (მოემსახურა 21 მლნ ადამიანს 2007 წელს). ორივე აეროპორტი ერთობლივად 144 წერტილს ემსახურება, აქედან 124 ევროპაშია. შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.

დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია.

ბერლინის მთავრობის გეგმით, 2011 წლიდან ძირითადი დატვირთვა შენეფელდის მოდერნიზებულ აეროპორტზე უნდა მოდიოდეს, რომელსაც იმდროისათვის ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი ერქმევა. ამავე გეგმით, ბერლინი აზიისკენ მიმავალი ავიაციის ევროპის კარიბჭედ უნდა იქცეს.

ბერლინში არის აგრეთვე მაღალგანვითარებული მეტროპოლიტენი. იხ. ბერლინის მეტროპოლიტენი

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიხსტაგი

1990 წლის 3 ოქტომბერს ბერლინი გამოცხადებულ იქნა ფედერაციულ მიწად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქად. 1991 წლის 20 ივნისს გერმანიის ბუნდესტაგმა ფედერაციული მთავრობის, ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის ბიუროები ბერლინში გადაიტანა.

ბრანდენბურგის ჭიშკარი

ბერლინის ფედერაციული მიწა

ბერლინის ფედერაციული მიწის (შემდგ. „ბფმ“) მთავარი საკანონმდებლო ორგანოა „ბერლინის წარმომადგენელთა პალატა“, რომლეშიც შემდგომ პარტიების წარმომადგენლები სხედან: გსდპ, გქდკ, გერმანიის მემარცხენეთა პარტია, გერმანიის მწვანეები და გთდპ. მმართველ კოალიციას შეადგენენ გსდპ და მემარცხენეები.

„ბფმ-ის“ მთავარი აღმასრულებელი ორგანოა „ბერლინის სენატი“, რომელიც შედგება მმართველი ბურგომისტრისა (კლაუს ვოვერაიტი) და 8 სენატორისაგან. მმართველი ბურგომისტრი წარმოადგენს ქალაქს და ფედერაციულ მიწას საერთაშორისო სცენაზეც. 1996 წელს ჩატარდა სახალხო კენჭისყრა ბერლინისა და ბრანდენბურგის მიწების გაერიანების თაობაზე.

ბერლინის მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებაში ხუთი მუზეუმი შედის: ბოდეს მუზეუმი, პერგამონის მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ნაციონალური გალერეა და ძველი მუზეუმი.

ბერლინელი ბუდი დათვი

ბერლინელი ბუდი დათვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგობრულად მომღიმარი ბუდი დათვი გახდა ბერლინის ჭეშმარიტი სიმბოლო. ასეულობით წლის ასაკის მქონე გერბზე გამოხატულმა ცხოველმა, 2001 წელს ბუდი დათვის სახით შეიძინა სხვა ფორმა და როლი - როგორიც არის - მხიარულად დამხვედრი მასპინძელი ბერლინელებისათვის და მათი სტუმრებისათვის, ასევე როგორც ტოლერანტობისა და დედამიწაზე მშვიდობიანი თანაცხოვრების დესპანი.

გერბები და დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 http://www.berlin.de/special/immobilien-und-wohnen/stadtteile/
  2. https://www.berlin.de/berlin-im-ueberblick/geschichte/die-mittelalterliche-handelsstadt/
  3. Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2022DESTATIS, 2023.
  4. http://www.europeanplates.com/information/german-city-codes.html
  5. 75 329 mehr Berlinerinnen und Berliner als Ende 2021 de. ციტირების თარიღი: 2023-07-23
  6. Amt für Statistik Berlin Brandenburg – Bevölkerung de. ციტირების თარიღი: 18 November 2022
  7. Daten und Fakten zur Hauptstadtregion (4 October 2016). ციტირების თარიღი: 13 April 2022
  8. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Kleiner-2015 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  9. 9.0 9.1 Niederlagsrecht de. Verein für die Geschichte Berlins (August 2004). ციტირების თარიღი: 21 November 2015
  10. Topographies of Class: Modern Architecture and Mass Society in Weimar Berlin (Social History, Popular Culture and Politics in Germany). www.h-net.org (September 2009). ციტირების თარიღი: 9 October 2009
  11. Berlin Wall. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  12. Berlin – Capital of Germany. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  13. Davies, Catriona (10 April 2010). „Revealed: Cities that rule the world – and those on the rise“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2011. ციტირების თარიღი: 11 April 2010.
  14. Sifton, Sam (31 December 1969). „Berlin, the big canvas“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2013. ციტირების თარიღი: 18 August 2008. See also: Sites and situations of leading cities in cultural globalisations/Media. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  15. „Global Power City Index 2009“ (PDF). Institute for Urban Strategies at the Mori Memorial Foundation. 22 October 2009. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 29 June 2014. ციტირების თარიღი: 29 October 2009.
  16. ICCA publishes top 20 country and city rankings 2007. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  17. „Berlin City of Design“ (პრეს-რელიზი). UNESCO. 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2008. ციტირების თარიღი: 18 August 2008.
  18. „Berlin Beats Rome as Tourist Attraction as Hordes Descend“. Bloomberg L.P. 4 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 September 2014. ციტირების თარიღი: 11 September 2014.
  19. Hollywood Helps Revive Berlin's Former Movie Glory (9 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  20. Flint, Sunshine (12 December 2004). „The Club Scene, on the Edge“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2013. ციტირების თარიღი: 18 August 2008. იხილეთ აგრეთვე: Ranking of best cities in the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 18 August 2008 და The Monocle Quality of Life Survey 2015. Monocle (11 June 2015). ციტირების თარიღი: 20 July 2015
  21. World Heritage Site Museumsinsel. UNESCO. ციტირების თარიღი: 6 May 2021
  22. Die Geschichte Berlins: Zeittafel & Fakten (11 May 2022). ციტირების თარიღი: 5 April 2023
  23. Sammlung Online. ციტირების თარიღი: 5 April 2023
  24. Slawische Burganlagen in Deutschland. ციტირების თარიღი: 5 April 2023
  25. „Berlin ist älter als gedacht: Hausreste aus dem Jahr 1174 entdeckt“ [Berlin is older than thought: house remains from 1174 have been found] (გერმანული). dpa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 August 2012. ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  26. 26.0 26.1 Rising, David (30 January 2008). „Berlin dig finds city older than thought“. NBC News. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2018. ციტირების თარიღი: 1 January 2018.
  27. Zitadelle Spandau. BerlinOnline Stadtportal GmbH & Co. KG (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  28. The medieval trading center. BerlinOnline Stadtportal GmbH & Co. KG.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 11 June 2013
  29. 29.0 29.1 Stöver B. Geschichte Berlins დაარქივებული 7 April 2023 საიტზე Wayback Machine. . Verlag CH Beck, 2010. ISBN 978-3-406-60067-8
  30. 30.0 30.1 Stadtgründung Und Frühe Stadtentwicklung de. Luisenstädtischer Bildungsverein (2004). ციტირების თარიღი: 10 November 2018
  31. The Hohenzollern Dynasty. Antipas (1993). ციტირების თარიღი: 18 August 2008
  32. Komander, Gerhild H. M.. (November 2004) Berliner Unwillen de. Verein für die Geschichte Berlins e. V.. ციტირების თარიღი: 30 May 2013
  33. Conrad, Andreas (26 October 2012). „Was den "Berliner Unwillen" erregte“ [What aroused the "Berlin unwillingness"]. Der Tagesspiegel (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2018. ციტირების თარიღი: 10 November 2018.
  34. The electors' residence. BerlinOnline Stadtportal GmbH & Co. KG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 11 June 2013
  35. Berlin Cathedral. SMPProtein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2006. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  36. Brandenburg during the 30 Years War. World History at KMLA. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  37. Carlyle, Thomas (1853). Fraser's Magazine. J. Fraser, გვ. 63. 
  38. Plaut, W. Gunther (1 January 1995). Asylum: A Moral Dilemma. Greenwood Publishing Group, გვ. 42. ISBN 978-0-275-95196-2. 
  39. Gray, Jeremy (2007). Germany. Lonely Planet, გვ. 49. ISBN 978-1-74059-988-7. 
  40. Cybriwsky, Roman Adrian (23 May 2013). Capital Cities around the World: An Encyclopedia of Geography, History, and Culture: An Encyclopedia of Geography, History, and Culture. ABC-CLIO, გვ. 48. ISBN 978-1-61069-248-9. 
  41. Horlemann, Bernd (Hrsg.), Mende, Hans-Jürgen (Hrsg.): Berlin 1994. Taschenkalender. Edition Luisenstadt Berlin, Nr. 01280.
  42. Zaide, Gregorio F. (1965). World History. Rex Bookstore, Inc., გვ. 273. ISBN 978-971-23-1472-8. 
  43. Perry, Marvin; Chase, Myrna; Jacob, James; Jacob, Margaret; Von Laue, Theodore (1 January 2012) Western Civilization: Ideas, Politics, and Society. Cengage Learning, გვ. 444. ISBN 978-1-133-70864-3. 
  44. Lewis, Peter B. (15 February 2013). Arthur Schopenhauer. Reaktion Books, გვ. 57. ISBN 978-1-78023-069-6. 
  45. (28 December 2010) Let's Go Berlin, Prague & Budapest: The Student Travel Guide. Avalon Travel, გვ. 83. ISBN 978-1-59880-914-5. [მკვდარი ბმული]
  46. Andrea Schulte-Peevers (15 September 2010). Lonel Berlin. Lonely Planet, გვ. 25. ISBN 978-1-74220-407-9. 
  47. Stöver, Bernd (2 October 2013). Berlin: A Short History. C.H.Beck, გვ. 20. ISBN 978-3-406-65633-0. 
  48. Strassmann, W. Paul (15 June 2008). The Strassmanns: Science, Politics and Migration in Turbulent Times (1793–1993). Berghahn Books, გვ. 26. ISBN 978-1-84545-416-6. 
  49. (2001) The Rough Guide to Berlin. Rough Guides, გვ. 361. ISBN 978-1-85828-682-2. 
  50. Francis, Matthew. (March 3, 2017) How Albert Einstein Used His Fame to Denounce American Racism. Smithsonian Magazine. ციტირების თარიღი: 5 September 2023
  51. The Nobel Prize in Physics 1921. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 5 September 2023
  52. Donath, Matthias (2006) Architecture in Berlin 1933–1945: A Guide Through Nazi Berlin. Germany: Lukas Verlag, გვ. 7. ISBN 9783936872934. 
  53. The Jewish Community of Berlin. Holocaust Encyclopedia. ციტირების თარიღი: 10 November 2018
  54. 1936 Summer Olympics official report. დაარქივებული 25 June 2008 საიტზე Wayback Machine. Volume 1. pp. 141–9, 154–62. Accessed 17 October 2010.
  55. Micheal Clodfelter (2002), Warfare and Armed Conflicts- A Statistical Reference to Casualty and Other Figures, 1500–2000 (2nd რედ.), McFarland & Company, ISBN 9780786412044
  56. Berlin – auf dem Weg zur geteilten Stadt de. Bundeszentrale für politische Bildung (27 April 2005). ციტირების თარიღი: 10 November 2018
  57. Berlin Airlift / Blockade. Western Allies Berlin. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  58. Berlin after 1945. BerlinOnline Stadtportal GmbH & Co. KG.. ციტირების თარიღი: 8 April 2009
  59. Andreas Daum, Kennedy in Berlin. New York: Cambridge University Press, 2008, ISBN 978-0-521-85824-3, pp. 125‒56, 223‒26.
  60. Ostpolitik: The Quadripartite Agreement of September 3, 1971. U.S. Diplomatic Mission to Germany (1996). ციტირების თარიღი: 18 August 2008
  61. Berlin ‒ Washington, 1800‒2000: Capital Cities, Cultural Representation, and National Identities, ed. Andreas Daum and Christof Mauch. New York: Cambridge University Press, 2006, 23‒27.
  62. AGI. ციტირების თარიღი: 21 August 2023
  63. „Berlin Mayoral Contest Has Many Uncertainties“. The New York Times. 1 December 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 June 2019. ციტირების თარიღი: 17 June 2019.
  64. Kinzer, Stephan (19 June 1994). „Allied Soldiers March to Say Farewell to Berlin“. The New York Times. New York City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 November 2015. ციტირების თარიღი: 20 November 2015.
  65. When Did Germany's Capital Move to Berlin? en. ციტირების თარიღი: 9 August 2023
  66. Bezirke or Boroughs, Berlin, Germany, 2001 – Digital Maps and Geospatial Data | Princeton University. ციტირების თარიღი: 21 August 2023
  67. „Zidane off as Italy win World Cup“. 9 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2017. ციტირების თარიღი: 8 August 2023.
  68. „IS reklamiert Attacke auf Weihnachtsmarkt für sich“ [IS recalls attack on Christmas market for itself]. Frankfurter Allgemeine Zeitung (გერმანული). 20 December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2019. ციტირების თარიღი: 10 November 2018.
  69. „Berlin attack: First aider dies 5 years after Christmas market murders“. BBC. 26 October 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2021. ციტირების თარიღი: October 26, 2021.
  70. „Protests against far-right politics draw thousands – DW – 10/13/2018“. dw.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2023. ციტირების თარიღი: 8 August 2023.
  71. Satellite Image Berlin. Google Maps. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  72. Triantafillou, Nikolaus. (27 January 2015) Berlin hat eine neue Spitze de. Qiez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 11 November 2018
  73. Berlin, Germany Köppen Climate Classification (Weatherbase). ციტირების თარიღი: 30 January 2019
  74. Berlin, Germany Climate Summary. Weatherbase. ციტირების თარიღი: 15 March 2015
  75. Elkins, Dorothy; Elkins, T. H.; Hofmeister, B. (4 August 2005) Berlin: The Spatial Structure of a Divided City (en). Routledge. ISBN 9781135835057. 
  76. weather.com. weather.com. ციტირების თარიღი: 7 April 2012
  77. Climate figures. ციტირების თარიღი: 18 August 2008
  78. Temperaturmonatsmittel BERLIN-TEMPELHOF 1701- 1993. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 23 June 2019
  79. Niederschlagsmonatssummen BERLIN-DAHLEM 1848– 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 23 June 2019
  80. Wetter und Klima – Deutscher Wetterdienst – CDC (Climate Data Center). ციტირების თარიღი: 15 September 2022
  81. Ausgabe der Klimadaten: Monatswerte. ციტირების თარიღი: 2019-06-12
  82. Berlin, Germany – Detailed climate information and monthly weather forecast en. Yu Media Group. ციტირების თარიღი: 2019-07-02
  83. World Weather Information Service – Berlin (5 October 2006). ციტირების თარიღი: 2012-04-07 April 25, 2013, at the Wayback Machine
  84. Indices Data – Berlin/Tempelhof 2759. KNMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2019-05-13
  85. Berlin (10381) – WMO Weather Station. NOAA. ციტირების თარიღი: 2019-01-30[მკვდარი ბმული] Archived January 30, 2019, at the Wayback Machine
  86. Berliner Extremwerte. ციტირების თარიღი: 1 December 2014
  87. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის gruen არ არის მითითებული ტექსტი; $2
  88. Neumann: Stadtschloss wird teurer de. Berliner Zeitung (24 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2012
  89. Das Pathos der Berliner Republik de. Berliner Zeitung (19 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2012