გურამ თევზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გურამ თევზაძე (დ. 30 იანვარი, 1932, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2018, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1957-1959 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი და 1959-1966 წლებში უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1966-1971 წლებში ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან 2018 წლამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული ჰქონდა 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა“, დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“, დაიცვა 1963 წელს.

მის სახელთან არის დაკავშირებული წიგნები: „ანტიკური ფილოსოფია", „ახალი ფილოსოფიის ისტორია", „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა", „იმანუელ კანტი", „მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორია" და ა.შ. ასევე თარგმნა მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო" და დაურთო წერილი ჰაიდეგერზე.[1]

2002 წლიდან 2018 წლამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

გურამ თევზაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. imedinews, ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა.
  2. არტნიუსი, ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა.