ლიტერატურათმცოდნეობა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ლიტერატურათმცოდნეობა}} |
ლიტერატურათმცოდნეობა — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მხატვრულ ლიტერატურას: მის არსს, სპეციფიკას, წარმოშობას, საზოგადოებრივ ფუნქციას, ისტორიულ–ლიტერატურული პროცესების კანონზომიერებას.
- ლიტერატურის თეორია – შეისწავლის ლიტერატურის, როგორც სულიერი და მხატვრული მოღვაწეობის ფორმის, თავისებურებებს, მხატვრული ტექსტის სტრუქტურას, ლიტერატურული პროცესისა და შემოქმედებითი მეთოდის ფაქტორებსა და ელემენტებს.
- ლიტერატურის ისტორია – იკვლევს მსოფლიო ლიტერატურის პროცესებს, მათ შორის ლიტერატურული ეპოქების, სტილების, მიმართულებების ცვლილებებს, ეროვნულ ლიტერატურებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას.
- ლიტერატურული კრიტიკა – განმარტავს და აფასებს ძირითადად თანამედროვე ნაწარმოებებს, განსაზღვრავს მათ ესთეტიკურ მნიშვნელობასა და როლს თანამედროვე ლიტერატურულ–საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ლიტერატურათმცოდნეობის დამხმარე დისციპლინებია: ტექსტოლოგია, არქივმცოდნეობა, პალეოგრაფია, ბიბლიოგრაფია და სხვა.
ლიტერატურათმცოდნეობის სათავეებთან იდგნენ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები და პოეტები, ხოლო აღმოსავლეთში – ჩინელი, ინდოელი და არაბი მოაზროვნეები. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, იგი ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. ამავე პერიოდში აღმოცენდა მრავალი მეცნიერული მეთოდი. მე-20 საუკუნის მეთოდოლოგიურ მიმართულებებს შორის გამოიყოფა ფსიქოანალიტიკური და სოციოლოგიური მეთოდები, რიტუალურ–მითოლოგიური თეორია, სტრუქტურალიზმი.