მოსე გოგიბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსე გოგიბერიძე
მოსე გოგიბერიძე.jpg
დაბ. თარიღი 27 აგვისტო 1897(1897-08-27)
დაბ. ადგილი ქვენობანი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 ოქტომბერი 1949(1949-10-10) (52 წლის)
გარდ. ადგილი აქტობე, ყაზახეთის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ფილოსოფია

მოსე გოგიბერიძე (დ. 27 აგვისტო 1897, ქვენობანი — გ. 10 ოქტომბერი 1949, აქტიუბინსკი) — ქართველი ფილოსოფოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918-1922 წლებში სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას. 1922 წელს მარბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილი ფილოსოფოსის ნიკოლაი ჰარტმანის ხელმძღვანელობით. 1923 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1930 წლიდან პროფესორი, ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, 1933 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1941 წელს დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში, სადაც გარდაიცვალა; 1954 წელს ახლობლების ინიციატივით გადმოასვენეს და დაასაფლავეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.[1]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კვლევა-ძიების ძირითადი სფეროები იყო ფილოსოფიის ისტორია, შემეცნების თეორია, ბუნებისმეტყველების ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია და სხვა. მან დიდი წვლილი შეიტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მარქსისტულ-ლენინური ინტერპრეტაციისა („აინშტაინის რელატივობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები“, 1924) და მატერიალისტური ფილოსოფიის ძირითადი პრინციპის — ცნიბიერებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური სამყაროს არსებობის — დასაბუთების საქმეში („შემეცნების აქსიომატური დასაბამი“, 1926). „შემეცნების აქსიომატურ დასაბამში“ განვითარებული დებულებანი წარმოადგენდა ახალი, ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციის შექმნის ცდას. გოგიბერიძემ ნათელყო შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობის კავშირი ქართულ ქრისტიანულ მწერლობასთან და, საერთოდ, ქრისტიანულ კულტურასთან, პოემის რენესანსული სულისკვეთება; მოგვცა საინტერესო დაკვირვებები რუსთაველის პოეტური ენის შესახებ („რუსთაველის მსოფლმხედველობის სათავეები“, 1937; „უზენაესი არსების ცნება „ვეფხისტყაოსანში», 1941; „რუსთაველის ლექსის ენამზეობა, მუსიკალური ფერი და მხატვრობა“, 1956; „რუსთაველის ესთეტიკა“, 1957-1958).

აღსანიშნავია აგრეთვე წერილი «ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ ესთეტიკურ-ენტიფიკატური ანალიზი" (1959). გოგიბერიძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ქართულ ენაზე გადმოთარგნილი აქვს იმანუელ კანტის თხზულებები „პროლეგომენები“ და „წმინდა გონების კრიტიკა“.[2] 1970-1978 წლებში გამოიცა გოგიბერიძის რჩეული ფილოსოფიის თხზულებანი (4 ტომად).

თბილისსა და ჩოხატაურში არის მოსე გოგიბერიძის ქუჩა.[1]მის მშობლიურ სოფელ ქვენობანში არის მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი, სადაც ძირითადად დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, მისი შრომები ფილოსოფიის ისტორიის, შემეცნების თეორიის, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]