შინაარსზე გადასვლა

ქვიტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქუტირი.
სოფელი
ქვიტირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი ქვიტირი
კოორდინატები 42°14′50″ ჩ. გ. 42°38′38″ ა. გ. / 42.24722° ჩ. გ. 42.64389° ა. გ. / 42.24722; 42.64389
ცენტრის სიმაღლე 105
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2314[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვიტირი — საქართველო
ქვიტირი
ქვიტირი — იმერეთის მხარე
ქვიტირი

ქვიტირი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზედა მესხეთი, ქვიტირი).

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 105 მეტრზე, წყალტუბოდან 18 კილომეტრში, ქუთაისი–სამტრედიის საავტომობილო გზაზე.

XIX–XX საუკუნეების ზოგიერთ დოკუმენტში იხსენიება „ქუტირის“ სახელითაც. XX საუკუნის I მეოთხედამდე არსებობდა ზემო ქვიტირი, ქვემო ქვიტირი და შუა ქვიტირი, რომლებიც შედიოდა ქვიტირის თემში (1926 წლისთვის მისი მოსახლეობის საერთო რიცხოვნება იყო 4 964).

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2314 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]297314231550
2014[1] 231411451169
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II