სერგი გორგაძე
სერგი რომანოზის ძე გორგაძე (დ. 1876, სოფელი ილემი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 ივლისი, 1929, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1886 წელს შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს — თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ — ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი.
მისი უმთავრესი ისტორიული ნაშრომებია: „წერილები საქართველოს ისტორიიდან“ (წგ. 1-2, 1906-1908), „საქართველოს მე-18 საუკუნის სამხედრო ისტორიის მასალები“ (1927) და სხვ. გორგაძე ავტორია ქართული ვერსიფიკაციის პირველი სისტემური კურსისა („ქართული ლექსი“, 1930), რომელშიც განხილულია მახვილის, მეტრიკის, სტროფიკის, რითმისა და ლექსის კომპოზიციის საკითხები. გორგაძემ შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათიები: „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“ (1915), „ჩვენი ახალი მწერლობა“ (წგ. 1-2, 1917-1918) და სხვ. მანვე გამოსცა ბესიკის თხზულებანი (1912), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (1914), იაკობ ხუცესის (ცურტაველის) „შუშანიკის წამება“ (1917). საყურადღებოა გორგაძის გამოკვლევა „ქართული სადასიტყვაობა“ (1915), რომელიც ქართული წინადადების საკითხებს ეძღვნება. თავისი დროისათვის ძალზე საჭირო წიგნად იყო მიჩნეული აგრეთვე მისი „ქართული მართლწერა“ (1916).
სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომლის დიდი ნაწილიც ქეთევან და დავით აბესაძეებმა 2006 წელს შემოსწირეს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დოიაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 102.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 112, თბ., 1994
- აბაშიძე ზ., სერგი გორგაძე ქართლის მოქცევის ქრონოლოგიის შესახებ, თბ., 1997;
- აბაშიძე ზ., სერგი გორგაძე ქართული ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის შესახებ (IV–VI სს.), თბ., 1997;
- გაწერელია ა., რჩეული ნაწერები, ტ. 2, თბ., 1965;
- გრიგალაშვილი ლ., სერგი გორგაძე, კრ.: ძველი ქართული მწერლობის მკვლევარნი, თბ., 1986.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ს. რ. გორგაძე, „საქართველოს ისტორია“, 1910
- ს. რ. გორგაძე, „საქართველოს ისტორია“, 1915
- სერგი გორგაძე (1876-1929), ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ვებ-გვერდი[მკვდარი ბმული]