შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე პროხოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე პროხოროვი
რუს. Александр Прохоров
დაბ. თარიღი 11 ივლისი, 1916(1916-07-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Atherton
გარდ. თარიღი 8 იანვარი, 2002(2002-01-08)[1] [2] [3] [4] [7] (85 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და რედაქტორი
მუშაობის ადგილი მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, Prokhorov General Physics Institute, SINP MSU და Laser Physics
ალმა-მატერი Faculty of Physics, State University of Saint Petersbourg, ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Evgeny Velikhov, Yevgeny Dianov, Nikolay Karlov, Vyacheslav Osiko, ნიკოლოზ ბასოვი და Pavel Pavlovich Pashinin
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Galina Shelepina
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, ნობელის პრემია ფიზიკაში[8] [9] , ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ლენინური პრემია, მედალი „მამაცობისათვის“, მედალი „შრომის ვეტერანი“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[10] , მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, ჰელმჰოლცის მედალი, ფრედერიკ აივსის მედალი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, დემიდოვის პრემია, Russian government prize for science and technology, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნამგალი და ურო, ორდენი „კირილე და მეთოდე“, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი და Russian Federation Presidential Certificate of Gratitude

ალექსანდრე მიხეილის ძე პროხოროვი (რუს. Алекса́ндр Миха́йлович Про́хоров; დ. 11 ივლისი [ძვ. სტ. 28 ივნისი], 1916, ათერტონი, ავსტრალია — გ. 8 იანვარი, 2002, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966), პრეზიდიუმის წევრი (1970), ზოგადი ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1973). სოციალისტური შრომის გმირი (1969). სკკპ წევრი 1950 წლიდან. დაიბადა რევოლუციონერი მუშის ოჯახში. მამამისი რევოლუციური მოღვაწეობისათვის გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც შემდეგ გადავიდა ავსტრალიაში. პროხოროვმა დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1939). 1941–1943 წლებში საბჭოთა არმიაში იყო. 1946 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (1954 წლიდან ლაბორატორიის გამგე, 1968 წლიდან — დირექტორის მოადგილე), 1959 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1971 წლიდან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1969 წლიდან დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. ნიკოლოზ ბასოვთან ერთად დაამუშავა კვანტური სისტემების საშუალებით ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირების პრინციპულად ახალი მეთოდი და ამიაკის კონის გამოყენებით შექმნა მოლეკულური გენერატორი — მაზერი (1954–1955). მისი შრომები ეძღვნება ინფრაწითელი და ხილული გამოსხივების მძლავრი ლაზერების შექმნას, არაწრფივ ოპტიკას, ნივთიერებასთან მძლავრი ლაზერული გამოსხივების რეზონანსულ და არარეზონანსულ ურთიერთქმედებას. მიღებული აქვს ლენინური პრემია (1959), ნობელის პრემია (1964). იყო ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი (1971). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. MAK
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. The Nobel Prize in Physics 1964Nobel Foundation.
  9. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  10. Большая золотая медаль РАН имени М.В. ЛомоносоваОфициальный сайт РАН.