ლოგიკა
ლოგიკა ბერძ. λόγος (ლოგოს) — თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ან რაიმე ნათქვამს, შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა, ხშირად მოიხსენიება, როგორც არგუმენტთა შესწავლა, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე ფილოსოფოსთა დისკუსიის საგანია. ნებისმიერი გაგებით, ლოგიკოსთა ამოცანაა მართალი და მცდარი დედუქციების შესწავლა და „კარგი“ არგუმენტების „ცუდისგან“ განსხვავების დადგენა.
ტრადიციულად ლოგიკა ისწავლებოდა, როგორც ფილოსოფიის განშტოება. XIX საუკუნის შუა წლებიდან ლოგიკა მათემატიკაში ისწავლებოდა, ხოლო უფრო მოგვიანებით კი — კომპიუტერულ მეცნიერებაში. ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას, კლასიფიცირებას უკეთებს მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია, ასევე, მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Nuel Belnap, (1977). "A useful four-valued logic". In Dunn & Eppstein, Modern uses of multiple-valued logic. Reidel: Boston.
- Józef Maria Bocheński (1959). A précis of mathematical logic. Translated from the French and German editions by Otto Bird. D. Reidel, Dordrecht, South Holland.
- Józef Maria Bocheński, (1970). A history of formal logic. 2nd Edition. Translated and edited from the German edition by Ivo Thomas. Chelsea Publishing, New York.
- Brookshear, J. Glenn (1989). Theory of computation: formal languages, automata, and complexity. Redwood City, Calif.: Benjamin/Cummings Pub. Co.. ISBN 0-8053-0143-7.
- Cohen, R.S, and Wartofsky, M.W. (1974). Logical and Epistemological Studies in Contemporary Physics. Boston Studies in the Philosophy of Science. D. Reidel Publishing Company: Dordrecht, Netherlands. ISBN 90-277-0377-9.
- Finkelstein, D. (1969). "Matter, Space, and Logic". in R.S. Cohen and M.W. Wartofsky (eds. 1974).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- An Introduction to Philosophical Logic დაარქივებული 2008-04-03 საიტზე Wayback Machine.
- forall x: an introduction to formal logic
- Logic Self-Taught: A Workbook დაარქივებული 2008-05-21 საიტზე Wayback Machine.
|