სავლე წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.

სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი (დ. 1 თებერვალი, 1907, სოფ. ჯვარისა, (ამბროლაურის რაიონი) — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. 1930 წელს დამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1934 წელს ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. ის 14 წლის მანძილზე სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს, რომლის შექმნასა და ორგანიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი იყო მრავალმხრივი მკვლევარი, ფართო დიაპაზონის მეცნიერი, მაგრამ მისი დამსახურება განსაკუთრებით მნიშვნელობანია დიალექტიკური ლოგიკის დარგში. მეცნიერის კაპიტალური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“ ერთადერთი სერიოზული გამოკვლევაა საბჭოთა ფილოსოფიურ ლიტერატურაში. იგი ქართულ მეცნიერებას 35 წელი ემსახურა. 1977 წელს ნაშრომისათვის „დიალექტიკური ლოგიკა“ მიენიჭა (გარდაცვალების შემდეგ) საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოვებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენებითა და ოთხი საბრძოლო მედლით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის, ტ. 1 : ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1973. — 452 გვ.
  • ანტიკური ფილოსოფია : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1968. — 449 გვ.
  • დასაბუთების საწყისი, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963. — 480 გვ.
  • რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1959. — 337 გვ.
  • ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ, თბილისი: სახელგამი, 1956. — 626 გვ.
  • მეცნიერების კანონთა ბუნების შესახებ, თბილისი: სახელგამი, 1955. — 156 გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 405, თბ., 1994