ფილოსოფიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილოსოფიის ინსტიტუტისავლე წერეთლის სახელობისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ისტორიის ინსტიტუტთან შექმნილ ფილოსოფიურ სექტორის ბაზაზე. 1997 წელს მიენიჭა სავლე წერეთლის სახელი. ინსტიტუტის დირექტორები: პეტრე შარია (1946-1948), სავლე წერეთელი (1948-1953 და 1957-1966), ა. ქუთათელია (1953) დიმიტრი კალანდაძე (1953-1955), ს. ლარცულიანი (1955-1957), აკადემიის წევრი კორესპონდენტი ნიკოლოზ ჭავჭავაძე (1967-1997), თამაზ ბუაჩიძე (1997-დან). ფილოსოფიის ინსტიტუტი მუშაობს ადამიანის, კულტურის, ღირებულებათა პრობლემებზე; ეროვნულ და სოციალურ-პოლიტიკურ პროცეზებზე პოსტკომუნისტურ საქართველოში, ონტოლოგიის, შემეცნების თეორიის, ლოგიკის, მსოფლიო და ქართულ ფილოსოფიურ ისტორიის და სხვა საკითხებზე. აგრეთვე ფილოსოფიური ძეგლების თარგმნაზე. აქვს 10 განყოფილება, აქვს აგრეთვე 1 ლაბორატორია, ასპირანტურა და ჰყავს 1 პრობლემური ჯგუფი.

ფილოსოფიის ინსტიტუტში, სხვადასხვა დროს მუშაობდენ საქართველოს მეცნიერული აკადემიის აკადემიკოსები: კონსტანტინე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი, შალვა ხიდაშელი, გურამ თევზაძე, წევრი კორესპონდენტები: ნ. ჭავჭავაძე, ოთარ ჯიოევი. მსოფლიოში აღიარებული ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან მერაბ მამარდაშვილი და გივი მარგველაშვილი.

გამოკვლევები ქვეყნდებოდა ფილოსოფიის ინსტიტუტის „ნაშრომებში“, შემდგომ საქართველოს მეცნიერული აკადემიის ჟურნალ „მაცნეში“.

საქართველოს მთავრობის 2010 წლიდან დადგენილების საფუძველზე სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და დღეს ის წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კვლევითი და საგანმანათლებლო მიზნების მქონე ინსტიტუტს, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში.[1]

ამჟამად ფილოსოფიის ინსტიტუტში წარმოდგენილია შემდეგი კვლევითი მიმართულებები:[1]

  • კვლევები ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით;
  • კვლევები ფილოსოფიისა და თეოლოგიის მომიჯნავე საკითხებზე ენის ფილოსოფიისა და ლოგიკის ისტორიის, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით;
  • კვლევები ეთიკისა და მორალის საკითხებზე, რომლებიც ფარავს შემდეგ ფილოსოფიურ დისციპლინებს: ეთიკა და ბიოეთიკა, მორალის ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, ფემინისტური ფილოსოფია;
  • ქართული ფილოსოფიური სკოლის საარქივო მასალების კვლევა (ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწე ფილოსოფოსების საარქივო შრომების დამუშავება და პუბლიცირება).

ინსტიტუტში ინტენსიურად ხორციელდება ფილოსოფიური ლიტერატურის მთარგმნელობითი სამუშაოები, რაც ემსახურება კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფიური ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნას. ამ მიზნით 2013 წელს დაარსდა სერია „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]