ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამბროსი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
Амвросий (Хелая).jpg
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1921
წასვლა 1927
წინამორბედი ლეონიდე
მემკვიდრე ქრისტეფორე III

საერო სახელი ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია
დაიბადა 7 სექტემბერი, 1861
მარტვილი
გარდაიცვალა 29 მარტი, 1927
თბილისი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (დ. 7 სექტემბერი, 1861, მარტვილი ― გ. 29 მარტი, 1927, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.

განათლება[რედაქტირება]

1885 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლების აფხაზებს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. 1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა. აკადემია დაასრულა 1901 წელს.

სასულიერო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება]

1901 დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს. 1908 ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მიეღოს მონაწილეობა. 1910 გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში ის მხოლოდ 1917 აგვისტოში ჩამოვიდა. იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი, 1921 სექტემბრიდან კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.

ამბროსი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის „უწყებებში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში „ამბერი“-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ; საყურადღებოა მისი „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალებში „განთიადი“ და „ცხოვრება“ (1915-1917). აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშური ვარიანტი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე. იგი არჩეული იყო ამ საზოგადოების საპატიო წევრად. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში ამბროსი მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა. „... 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“-ო, აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი თავის მიმართვაში. 1922 წელსვე ამბროსი დაპატიმრებულ იქნა ე. წ. „ჩეკა“-ს მიერ და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში[1].

ამბროსი განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • ამბროსი (კ/პ) _ 1924 წლის 16 მარტს სასამართლო პროცესზე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარმოთქმული საბოლოო სიტყვა. // დედაეკლესია. _ 2007. _ #11(55). _ გვ.11-14.
  • ამბროსი (კ/პ) _ გამოსათხოვარი სიტყვები [ილია ჭავჭავაძესთან]. // ჯვარი ვაზისა. _ 1978. _ #1. _ გვ.41-42.
  • ამბროსი (კ/პ) - ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძისადმი მიძღვნილი გამოსათხოვარი სიტყვები. [გარდაცვალების გამო].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.64-68.
  • ამბროსი (კ/პ) _ კათალიკოზ კირიონის ნახევარის წლის თავზე. 1919 წ. [წმიდა ამბროსი აღმსარებელი წმიდა კირიონ II მღვდელმოწამის შესახებ, მისი გარდაცვალებიდან ნახევარი წლის თავზე]. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: ტ.13. – ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.2. – თბ.,2012. – გვ.59-60.
  • ამბროსი (კ/პ) _ კათოლიკოსი ამბროსის კონდაკი გენუის კონფერენციას. (ტფილისი, 1922 წ. თებერვლის 7). // დამოუკიდებელი საქართველო. _ 1927. _ #17. _ მაისი. _ გვ.6.
  • ამბროსი (კ/პ) _ კულტურულ კაცობრიობას გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ.,,ციცინათელა,” 2012. – გვ81-84.
  • ამბროსი (კ/პ) - მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მწყემსთ მთავარო! [მილოცვა, ეძღვნება ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, ეკლესიისა და მამულის სამსახურის 30 წლისთავზე].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.238-240.
  • ამბროსი (კ/პ) _ ,,მე შევასრულე ჩემი მოვალეობა.~ // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ.,,ციცინათელა,” 2012. – გვ84-114.
  • ამბროსი (კ/პ) _ მიმართვა გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი 1922 წელს. [საქართველოს ისტორიის ფურცლებიდან]. // საშუალო ფენა. _ 1992. _ #6. _ ოქტომბერი.
  • ამბროსი (კ/პ) _ მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. I*) [ფსევდონიმით ამბერი]. // განთიადი. _ 1915. _ #2. _ გვ.11-16; #3. _ გვ.14-22; #10. _ გვ.25-32.
  • ამბროსი (კ/პ) _ მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. II*) [ფსევდონიმით ამბერი]. // ცხოვრება. _ 1915. _ #2-3. _ გვ.37-41; 1916. _ #1. _ გვ.24-29; #4. _ გვ.27-31; #5. _ გვ.23-28; #9. _ გვ.31-32; #10. _ გვ.23-25; #14. _ გვ.14-16; #15. _ გვ.29-31; #17-18. _ გვ.29-31; 1917. _ #1. _ გვ.29-31; ....
  • ამბროსი (კ/პ) _ მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. // მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.1. _ თბ.,2011. _ გვ.7-62.
  • ამბროსი (კ/პ) _ მოწოდება გენუის კონფერენციისადმი. [1922 წლის 7 თებერვალი]. // ახალი საქართველო. _ 1990. _ 16 ნოემბ.
  • ამბროსი (კ/პ) _ ნაწერებიდან ნაწყვეტი. [ჩემნი ექსორიანი, რუსიფიკაციასთან ბრძოლა.] // საპატრიარქოს უწყებანი. _ 2006. _ #38(391). _ გვ.17.
  • ამბროსი (კ/პ) _ ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი~ ამნაირის კაცისა. [წმიდა ილია მართალი]. // მრევლი _ 1998. _ #4. _ გვ.4-5.
  • ამბროსი (კ/პ) _ საირმის მონასტერი. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.1. _ თბ.,2011. _ გვ.385-387.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: აგვისტოს 6, 1908 წ. ქუთაისი: მაღალყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მწყემსთმთავარო! [ეძღვნება ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, გარდაცვალების შემდეგ].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.236-238.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: კირიონის ცხედარზე. 1908 წ., ივნისი. [სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის გარდაცვალების გამო].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.228-230.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: ოჩამჩირე. 1919 წ. [სიტყვა წარმოთქმული ოჩამჩირეს ტაძარში საქართველოს მოსახლეობისადმი].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.247-249.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: 3 კვირიაკე სული წმიდის მოფენის შემდეგ. 1908 წ. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.218-221.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: 22 კვირიაკე, 1919 წ.&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.250-252.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა: სახარებიდან "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი"-ს განმარტება]: 25 კვირიაკე, 1908 წ.&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.240-242.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: &ნბსპ;სოხუმში 1 აგვისტო. 1918 წ.&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.231-235.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდისადმი]: უწმინდესო და უნეტარესო მამათმთავარო! 10 ოკდომბერი, 1919 წ., ქ. სოხუმში.&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.242-244.
  • ამბროსი (კ/პ) - [სიტყვა]: &ნბსპ;სულიწმიდის მოფენა, 1918 წ.&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.221-227.
  • ამბროსი (კ/პ) _ სიტყვა წარმოთქმული აღსაყდრების დროს. 1921 წლის 1/14 ოქტომბერი, სვეტიცხოველი. // წგ-ში: კირთაძე, ნ. _ ნათელი ქრისტესი: საქართველო: წგ.2. _ თბ.,2006. _ გვ.76-77.
  • ამბროსი (კ/პ) _ სიტყვა წარმოთქმული კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის დღეს. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ.,,ციცინათელა,” 2012. – გვ67-72.
  • ამბროსი (კ/პ) _ სიტყვა წარმოთქმული 8 სექტემბერს სიონის ტაძარში ილიას პანაშვიდის წინ, 2 საათზე. // წგ-ში: კირთაძე, ნ. _ ნათელი ქრისტესი: საქართველო: წგ.2. _ თბ.,2006. _ გვ.60-62.
  • ამბროსი (კ/პ) _ სიტყვა წარმოთქმული 8 სექტემბერს სიონის ტაძარში ილიას პანაშვიდის წინ. // საპატრიარქოს უწყებანი. _ 2007. _ #6(406). _ გვ.15-16.
  • ამბროსი (კ/პ) _ სიტყვა წარმოთქმული სიონის ტაძარში პანაშვიდის წინ მე-2 საათზე. // ჯვარი ვაზისა. _ 1987. _ #1. _ გვ.68.
  • ამბროსი (კ/პ) _ სიტყვა წარმოთქმული სიონის ტაძარში პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. // წგ-ში: კირთაძე, ნ. _ ნათელი ქრისტესი: საქართველო: წგ.2. _ თბ.,2006. _ გვ.77-79.
  • ამბროსი (კ/პ) _ სტატიის გამო ,,ხმა სოხუმიდან.~ // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ.,,ციცინათელა,” 2012. – გვ7-46.
  • ამბროსი (კ/პ) _ სტატიის გამო ,,ხმა სოხუმიდან.~ // ჯვარი ვაზისა. _ 1995. _ #1. _ გვ.156-160.
  • ამბროსი (კ/პ) _ სტატიის გამო ,,ხმა სოხუმიდან.~ // ჯვარი ვაზისა. _ 2005. _ #1. _ გვ.94-97.
  • ამბროსი (კ/პ) _ სტატიის გამო ,,ხმა სოხუმიდან.~ // ჯვარი ვაზისა. _ 2006. _ #1. _ გვ.196-201.
  • ამბროსი (კ/პ) _ ქართული ეკლესია _ ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგი. // საპატრიარქოს უწყებანი. _ 2006. _ #39(392). _ გვ.17-18.
  • ამბროსი (კ/პ) _ ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში. [მისი სადისერტაციო თემა]. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ.,,ციცინათელა,” 2012. – გვ140-420.
  • ამბროსი (კ/პ) - [წერილი]: 17 ოკდომბერი, 1919 წ., თეკლათის მონასტერი, ელეონორას; ქრისტეს მიერ საყვარელო დაო!&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.244-147.
  • ამბროსი (კ/პ) _ წერილი ცხუმის ეპისკოპოს კირიონისადმი თავად ემუხვარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თხოვნით. (1906 წლის 21 აგვისტო). // წგ-ში: წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი. _ თბ.,2006. _ გვ176-177.
  • ამბროსი (კ/პ) _ წერილი ცხუმის ეპისკოპოს კირიონისადმი იონა ცხაკაიას მღვდლად დანიშვნის თხოვნით. (1906 წლის 25 აგვისტო). // წგ-ში: წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი. _ თბ.,2006. _ გვ182-183.
  • ამბროსი (კ/პ) _ წერილი ცხუმის ეპისკოპოს კირიონისადმი საბერიოსა და აკვასქა-ეშქეთში მღვდლების დანიშვნის რეკომენდაციით. (1906 წლის 23 ივლისი). // წგ-ში: წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი. _ თბ.,2006. _ გვ170-171.
  • ამბროსი (კ/პ) _ ჭელიშის ვარიანტი ,,ქართლის მოქცევისა.~ [ავტორის მოსაზრებანი ახლად აღმოჩენილის ვარიანტის შესახებ; ქართველთა მოქცევის ქრონოლოგია ამ ვარიანტით]. // წგ-ში: ძველი საქართველო: ტ.1. – თბ.,1909. _ გვ.1-29.
  • ამბროსი (კ/პ) _ ჭელიშის ვარიანტი ,,ქართლის მოქცევისა.~ [ავტორის მოსაზრებანი ახლად აღმოჩენილის ვარიანტის შესახებ; ქართველთა მოქცევის ქრონოლოგია ამ ვარიანტით]. // წგ-ში: ძველი საქართველო: ტ.1. – თბ.,1911. _ გვ.1-29.
  • ამბროსი (კ/პ) _ ჭელიშის ვარიანტი ,,ქართლის მოქცევისა.~ // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.1. _ თბ.,2011. _ გვ.468-492.
  • ამბროსი (კ/პ) _ ჭელიშის მონასტრის ხელნაწერები. სიწმინდეები. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.1. _ თბ.,2011. _ გვ.62-465.
  • ამბროსი (კ/პ) _ ,,ხმა სოხუმიდან.~ [თხზულება რუსეთის საეკლესიო პოლიტიკაზე აფხაზეთში]. / რეც.: თამაზ ჯოლოგუა. ,,ხმა სოხუმიდან.~ // ლიტერატურული საქართველო. _ 2006. _ #28. _ 21 ივლ. _ გვ.15.
  • Амвросий Архимандрит – По поводу статьи ,,Голосъ изъ Сухума“ (газ. ,,Колоколъ“ №45). [О деятельности преосвященнаго Кириона]. // Духовн. Вестн. Груз. Экзарх. – 1906. - №9-10. – ст.20-47.
  • Амвросий (К/П) _ ,,Я исполнил свой долг.~ (Публ. Послед. слова католикоса-патриарха Грузии в 1921-1927 гг. на судеб. процессе над церков. деятелями и письма на Генуэз. конф., опубл. 1 февр. 1924 г. / Предисл. и публ. А. Миндиашвили). // Лит. Грузия. – 1989. _ N6. _ стр.199-224.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
ლეონიდე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1921-1927
შემდეგი:
ქრისტეფორე III