დომენტი II
იერსახე
დომენტი II — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1595-1610 წლებში.
დომენტის ინიციატივით 1595 წელს მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნდა მსხვილი მამულები, რომლებიც ადრე საერო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. მისი კათალიკოსობის დროს ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს სოფ. არბო გლეხებითურთ, კახთა მეფე ალექსანდრე II-ს — გარსევან ანდრონიკაშვილისათვის ჩამორთმეული სოფლები — ჯიბათი და ღანუხი გლეხებითურთ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 478.