ზაზა დამენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა დამენია
ზაზა დამენიას საფლავი
ზაზა დამენიას საფლავი ოზურგეთში, ომში დაღუპულთა პარკში
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1972
დაბადების ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 2004 (31 წლის)
გარდაცვალების ადგილი თლიაყანის მისადგომები
კუთვნილება საქართველოს დროშა საქართველო
სამხედრო სამსახურის წლები 1992-2004
წოდება კაპრალი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი (1991-1993)
შეტაკებები ცხინვალის რეგიონში (2004)
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ზაზა დამენია (დ. 22 ოქტომბერი, 1972, ოზურგეთი — გ. 16 აგვისტო, 2004, თლიაყანის მისადგომები) — ქართველი სამხედრო, საქართველოს არმიის კაპრალი,[1] საქართველოს ეროვნული გმირი. აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიაბადა 1972 წლის 22 ოქტომბერს ოზურგეთში. სწავლობდა ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში 1990-1992 წლებში. 2003 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.[2]

1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში; 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1995 წელს იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი.[3]

2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.[4] დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, დამენიამ უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლებთან ერთად.[5]

დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.[6]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა.[7] აგრეთვე, ოზურგეთის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ეროვნული გმირები. GHN.ge (1 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.
  2. ზაზა დამენია. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.
  3. ზაზა დამენია. Arma.ge (6 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.
  4. ზაზა დამენია-ეროვნული გმირი. ქართული სამხედრო ანალიტიკური პორტალი (27 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.
  5. ზაზა დამენიას მოკლე ბიოგრაფია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.
  6. ცხინვალის რეგიონში დაღუპულ ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. Reportior.ge (16 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.
  7. სკოლას ეროვნული გმირის სახელი მიენიჭა. „გურიის მოამბე“ (2არტი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-30. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.