პიროსი (ოქროპირიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროსი (ოქროპირიძე) (დ. 10 ნოემბერი, 1874, გორის მაზრა, დისევი — გ. 28 აპრილი, 1922) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე დაიბადა 1874 წლის 10 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ დისევში. დაწყებითი განათლება ალავერდის მონასტერში მიიღო და შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893-1896 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში და 1900 წელს დაასრულა. 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი პიროსი. 1907 წელს აღიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1915 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1916 წლის 15 იანვარს მოხდა მისი კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ალავერდის ეპისკოპოსად.

1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კატედრაზე სახელწოდებით ,,ალავერდელი". მეუფე პიროსი 1922 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა, 30 აპრილს ალავერდის საკატედრო ტაძარში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 80-81.