პეტრე კონჭოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი (დ. 1836 — გ. 5 თებერვალი, 1909), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ალავერდელი ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად იყო საინგილოში, იქიდან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1899 ალავერდის კათედრაზე ეპისკოპოსად გააწესეს. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მ.შ. ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“ (თბილისი, 1901). აქტიურად იღვწოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ სასულიერო და საზოგადო მოღვაწესთან, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე). დაკრძალულია ალავერდის მონასტერში. მისი პირადი საარქივო ფონდი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 654, თბ., 1980