იოანე (ანანიაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე (ანანიაშვილი) (დ. 5 იანვარი, 1948 — გ. 31 ივლისი, 1998) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში ცეზარ ნიკოლოზის ძე ანანიაშვილი, დაიბადა 1948 წლის 5 იანვარს გორის რაიონ სოფელ კირბალში. 1955-1962 წლებში სწავლობდა თბილისის 14-ე საშუალო სკოლაში. 1963-1967 წლებში სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1971-1973 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1973 წლის 12 ოქტომბერს მიტროპოლიტ რომანოზის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა კონსტანტინე ქვარიამ სენაკის დედათა მონასტერში ცეზარ ანანიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად იოანე. 1975 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში.

1978 წლის 1 იანვრიდან, როდესაც მიტროპოლიტი რომანოზი პენსიაზე გავიდა და განთავისუფლდა ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობისაგან, არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა. 1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად.

მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს 1983 წლის დასაწყისში. იმავე წლის 15 დეკემბერს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, დარჩა ბერმონაზვნად.

გარდაიცვალა 1998 წლის 31 ივლისს. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის გალავანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 240-242.