საქართველოს საეგზარქოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს საეგზარქოსო რუკა 1903 წლის მდგომარეობით.

საქართველოს საეგზარქოსორუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო-ადმინისტრაციული ორგანო 1811-1917 წლებში კავკასიის სამეფისნაცვლოს ტერიტორიაზე. ის დაარსდა რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად. საეგზარქოსო გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. მის ნაცვლად შეიქმნა კავკასიის საეგზარქოსო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრად გამოცხადდა. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების შემდეგ რუსეთის იმპერიას უნდოდა გადაეწყვიტა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზების საკითხი. იმავე წლის თებერვალში კათოლიკოს პატრიარქ ანტონ II-საგან კარლ კნორინგმა გამოითხოვა საქართველოს ეკლესიის დეტალური მდგომარეობა. ანტონ II-ის აღწერით იმჟამად ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე არსებობდა: ქართლში სამთავროს, ტფილისის (არსენი), რუისის (იუსტინე), წილკანის (იოანე) სამიტროპოლიტოები, მანგლისის სამთავარეპისკოპოსო, და ურბნისის (იულიუსი), სამთავისისა (გერვასი) და ნიქოზის (ათანასე) საეპისკოპოსოები; კახეთში კი ალავერდის, ბოდბის (იოანე) და ნინოწმინდის (მიქაელი) სამიტროპოლიტოები, რუსთავის (სტეფანე) სამთავარეპისკოპოსო და ნეკრესისა (ამბროსი) და ხარჭაშნელის საეპისკოპოსოები[1].

იმპერიის ხელისუფლებამ დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის შევიწროება. 1810 წლის 3 ნოემბერს ის იძულებული გახდა პეტერბურგში ჩასულიყო. ანტონ II-ს უკან დაბრუნების უფლება არ მისცეს. ალექსანდრე I-მა რუსეთის ეკლესიის სინოდის ობერპროკურორს და საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრ ტორმასოვს დაავალა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხის გადაწყვეტა. ტორმასოვმა ალექსანდრე გოლიცინთან და არქიეპისკოპოს ვარლამთან ერთად მოახდინეს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზება. გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია და ის ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსო. ეგზარქოსად დაინიშნა ეპისკოპოსი ვარლამი. ეპარქიების რიცხვი შემცირდა ორამდე: მცხეთა-ქაღტლისა და ალავერდ-კახეთისა. ეკლესიის ქონება ხაზინას გადაეცა. ქალაქებში შეიზღუდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. ტორმასოვის რეფორმა 1811 წლის 30 ივნისს დამტკიცდა.

1811 წელს საქართველოს საეგზაქოსოს შექმნამდე, საქართველოს ეკლესიის შესახებ არსებობდა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები[2]:

ეპარქია 13
მღვდელმთავარი 7
ეკლესია 799
მღვდელი 746
დიაკონი 146
ეკლესიის მსახური 661
საარქიმანდრიტო 9
არქიმანდრიტი 6
ბერ-მონაზონი 75

უფრო მტკივნეულად წარიმართა აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმების პროცესი. ის გაუქმდა 1814 წლის 17 ოქქტომბერს. 1815 წელს შეიქმნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. საკათალიკოსოს გაუქმებას თან ახლდა გლეხებისთვის საეკლესიო გადასახადების გაზრდა, რამაც გამოიწვია 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში. 1820 წელს აჯანყების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გენათელი. საქართველოს საეგზარქოსომ 18 ეგზარქოსი გამოიცვალა. ვარლამის შემდეგ ამ თანამდებობაზე მხოლოდ ეთნიკურად რუსები ინიშნებოდნენ. მათი უმრავლესობა ქართულ კულტურას დამცირებით ეპყრობდა, რაც კონფლიქტებს იწვევდა. ზოგიერთი ეგზარქოსი, მაგალითად ისიდრე და ვლადიმერი ხელს უწყობდნენ ქართული ჰიმნოგრაფიული ტრადიციების აღდგენას.

ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, ქუთაისი, 1880

XIX საუკუნის შუა წლებში გაჩნდა ქართულენოვანი საეკლესიო პრესა „საქართველოს სასულიერო მახარობელი“, „შინაური საქმეები“, „სიტყვა“, „მწყემსი“, დაიწყო ძველი ქართული საგალობლების შესწავლა, აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის ძეგლები. 1882 წელს თბილისში ჩატარდა რუსეთის V არქეოლოგიური ყრილობა, სადაც ქართული საეკლესიო ნივთების და წიგნების პირველი გამოფენა მოეწყო, 1888 წელს დაარსდა თბილისის საეკლესიო მუზეუმი. რუსეთის სასულიერო აკადემიებში აღიზარდნენ ქართველი ღვთიმეტყველები და მისიონერები, რომელთაგან გამორჩეული იყპ ეპისკოპოსი გაბრიელი. მისი ქადაგებები მისსავე სიცოცხლეში ითარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე.

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და საზოგადოება, რომელმაც ის წარმოშვა. უცნობია, ზუსტად რა სიტყვები წარმოთქვა პავლემ, თუმცა ის აღქმულ იქნა, როგორც ქართველი ერის დაწყველა. პროტესტი ყველაზე მკაფიოდ დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა და საჯაროდ, პრესის მეშვეობით მოითხოვა ეგზარქოსისგან საქართველოს დატოვება. ეგზარქოსმა პავლემ წერილითვე უარყო წყველის წარმოთქმა, ხოლო დიმიტრი ყიფიანის მიმართ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა, თანამდებობიდან გადააყენა და სტავროპოლის მხარეში გადაასახლა, სადაც ის მოკლეს. ყიფიანის გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ანტიიმპერიულ აქციად იქცა.

ეკლესიის ისტორიის ქართველი მკვლევარებმა ხელმისაწვდომი გახადეს დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლებას ადასტურებდა. 1894 წელს ჟურნალ „პასტირში“ გამოქვეყნდა მღვდელ კალისტრატე ცინცაძის სტატია „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“. 1905 წლიდან დაიწყო აქტიური კამპანია ავტოკეფალიის მოთხოვნით, ქვეყნდებოდა ისტორიული მასალები, ეწყობოდა კრებები. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე, არქიმანდრიტი ამბროსი, დეკანოზები კალისტრატე და ნიკიტა და სხვები. კირიონმა, კალისტრატემ, თედო ჟორდანიამ, ნიკოლოზ დურნოვომ 1905-1906 წლებში დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც ასაბუთებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას.

1905 წლის 29 მაისს დაიწყო მუშაობა არასანქცირებულმა ყრილობამ, რომელიც ეგზარქოსმა ალექსიმ კაზაკების მეშვეობით დაარბია. ამ ფაქტმა საპროტესტო მოძრაობა უფრო გააძლიერა. ხელისუფლება იძულებული გახდა ეგზარქოსი ალექსი საქართველოდან გაეწვია და დაეწყო მზადება საეკლესიო კრებისთვის, რომელსაც ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა. 1906-1907 წლებში რუსეთის ეკლესიის სინოდში გაიმართა წინასწარი თათბირები, სადაც მოისმინეს ეპისკოპოსების კირიონის, ლეონიდეს, ექვთიმეს, პროფესორების ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის და ნიკო მარის მოხსენებები. კირიონის მოხსენების თემა შემდეგ საკითხებს ეხებოდა: „1. საქართველოს საეკლესიო საკითხი, 2. რა აიძულებს ქართველებს იბრძოლონ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, 3. რომელ წელს მიენიჭა ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია, 4. ეროვნული პრინციპი ეკლესიაში”. ალექსანდრე ცაგარელის მოხსენება ეხებოდა XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მიმოწერას. იგი ასაბუთებდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდსა და საერო მთავრობას არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოსა და მსოფლიოს საეკლესიო კრებების თანხმობის გარეშე. ცაგარელმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ის უარყოფითი შედეგები, რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა. ალექსანდრე ხახანაშვილის მოხსენება ეხებოდა საქართველოს ეკლესიისა და განათლების მდგომარეობას XVIII საუკუნეში, მასში დასაბუთებული იყო ქართული ეროვნული შეგნების, ქართული ენისა და განათლების განვითარებაში საქართველოს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა. ნიკო მარის მოხსენებამ „საქართველოს ეკლესიის ისტორიული განხილვა ძველი დროიდან” განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სხდომაზე, მან ავტოკეფალიის მოწინააღმდეგენი ჩიხში მოამწყვდია. სხდომაზე ქართველი სამღვდელოების მოთხოვნამ ასეთი სახე მიიღო:

  1. ცნონ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც ივერიის ეკლესიას ებოძა VI მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით და რომელიც ცნეს კონსტანტინოპოლისა და აღმოსავლეთის პატრიარქებმა.
  2. აღდგეს ქართლის, სამცხის, კახეთის, სამეგრელო-სამურზაყანოს, გურიის ეპარქიები, საქართველოს ეკლესიას უფლება მიეცეს წელიწადში ორჯერ საეკლესიო კრების მოწვევისა.

რუსების მხრიდან ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროფესორები გლობუკოვსკი და ოსტროუმოვი, დეკანოზები ვოსტორგოვი და ბუტკევიჩი. პროფესორებმა სოკოლოვმა, ზაოზერსკიმ და დურნოვომ მხარი დაუჭირეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. დებატები კონსტრუქციულ კალაპოტში მიმდინარეობდა, მაგრამ სინოდმა პირობა არ შეასრულა და კრება აღარ მოიწვია. არსებობდა სასულიერო პირების ჯგუფი, რომლებიც რუსეთის ეკლესიიდან გათავისუფლებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიის მეშვეობით აპირებდნენ. ქართული კათოლიკური ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ საკუთარ სივრცეს უთმობდა მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. ამ მიმართულებით აქტიურობდნენ გელათის მონასტრის ბერები, ქუთაისის თავად-აზნაურები, აკაკი წერეთელი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მაგრამ მათ ბევრი არ მიემხრო.

1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. მკვლელი ვერ დაიჭირეს. ეჭვი მიტანილ იქნა ეპისკოპოს კირიონზე, რომელიც დააპატიმრეს, სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს და გადაასახლეს, არქიმანდრიტ ამბროსიზე, რომელიც 1910 წელს გაამართლეს და მღვდელ ნიკოლოზ ნამორაძეზე, რომელიც გაიქცა, თავი სტამბულის ქართველ კათოლიკეთა მონასტერს შეაფარა და საქართველოში მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. ნიკონის მკვლელობამ ქართული სამღვდელოების დევნა და შევიწროება გამოიწვია.

პირველი მსოფლიო ომის დროს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. საპასუხოდ ხელისუფლებამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს საეგზარქოსოს ნაცვლად უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის სამიტროპოლიტო, ანუ მომხდარიყო საქართველოს ეკლესიის სრული ინკორპორაცია რუსეთის ეკლესიაში. ამ პროექტს შეეწინააღმდეგა ეგზარქოსი პლატონი. ამის შემდეგ შემუშავებულ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სოხუმის ეპარქიის ჩამოშორებას საქართველოს საეგზარქოსოდან და მის გაერთიანებას რუსსეთის ერთ-ერთ ეპარქიაში. თებერვლის რევოლუციამ შექმნა პირობები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის. 1917 წლის მარტიდან იმართებოდა საიდუმლო კრებები, რომლებშიც ნოე ჟორდანია და სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ[3]1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. დროებით კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე.

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1811 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეგზარქოსი ვარლამი

შეიქმნა 1811 წლის 30 ივნისს[2] იმ რეფორმის შედეგად, რომელიც გაატარა ცარიზმმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდასაქმნელად. საქართველოს საეგზარქოსოს სათავეში ედგა ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის უწმინდეს სინოდს ემორჩილებოდა. მისი პირველი მმართველი იყო საქართველოს ეგზარქოსი — მიტროპოლიტი ვარლამი.

საქართველოს ეგზარქოსის ვარლაამის გადაწყვეტილებით არსებული 13 ეპარქიისაგან შეიქმნა ორი ეპარქია:

  1. მცხეთა-ქართლის ეპარქია
  2. კახეთ-ალავერდის ეპარქია

მცხეთისა და ქართლის ეპარქიის მღვდელთმთავარს, როგორც საქართველოს სასულიერო წინამძღვარს, ეწოდა „მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი და საქართველოს ეგზარქოსი“.

9 საარქიმანდრიტოდან დარჩა მხოლოდ 5:

  1. ერთი შეიქმნა არსებული ბოდბის ეპარქიის გაუქმების ხარჯზე;
  2. გაერთიანდა ქვაბთახევისა (ანუ ქვათახევის) და შიომღვიმის საარქიმანდრიტოები;
  3. კახეთის საარქიმანდრიტო დარჩა როგორც იყო;
  4. დავით გარეჯის უდაბნო;
  5. გაერთიანდა იოანე ნათლისმცემლისა და შუამთის მონასტრების საარქიმანდრიტოები;

გაუქმდა იკორთის, ლარგვის, თირის საარქიმანდრიტოები.

შეიქმნა დიკასტერიის ინსტიტუტი, რომელსაც დაევალა საქართველოში სასულიერო პირების საქმიანობაზე თვალყურის დევნა.

1814 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1817 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეგზარქოსი თეოფილაქტე

1817 წლის 14 მაისს დაინიშნა საქართველოს ახალი ეგზარქოსი — არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე.

1817 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია.

1818 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1818 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საეგზარქოსოში შეიქმნა ეპარქიები[4]:

  1. ქართლ-კახეთის ეპარქია
  2. იმერეთის ეპარქია
  3. სამეგრელოს ეპარქია
  4. გურიის ეპარქია

1820 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1821 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეგზარქოსი იონა

1828 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828 წელს გარდაიცვალა ახტალის ეპისკოპოსი იოაკიმე, ხოლო ახტალის საეპისკოპოსო გაუქმდა.

1832 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გაათავისუფლეს და მის მაგივრად დანიშნეს სარატოვის ეპისკოპოსი მოსე.

1834 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1834 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა საქართველოს ეგზარქოსი მოსე.

1834 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსად დანიშნეს ეპისკოპოსი ევგენი.

1842 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1842 წლის 4 აპრილს შეიქმნა კავკასიისა და შავიზღვის ეპარქიები.

1844 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე

1844 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსად დანინიშნა არქიეპისკოპოსი ისიდორე.

1846 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1846 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[5]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — ვაკანტური
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — იღუმენი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1847 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1847 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[6]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — იღუმენი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1848 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1848 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[7]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1849 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1849 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[8]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1850 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[9]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე

1851 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1851 წლის 15 აპრილს აფხაზეთში დაფუძნდა მთავარეპისკოპოსო კათედრა.

1851 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[10]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
  • მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი პორფირი
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე
5. აფხაზეთის ეპარქია — უსამღვდელოესი გერმანე

1852 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1852 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[11]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი იოანე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
  • მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი პორფირი
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე
5. აფხაზეთის ეპარქია — უსამღვდელოესი გერმანე

1854 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1854 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[12]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი იოანე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი ნიკოლოზი
  • მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი — იერომონაზონი იოანე
  • კაცხის წინამძღვარი — იღუმენი იოსები
  • ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი — იერომონაზონი ნეოფიტე
  • მღვიმევის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი იოსტოსი
  • ვანის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი მაკარი
3. გურიის ეპარქია — უსამღვდელოესი, ეპისკოპოსი იოანე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — უსამღვდელოესი ეპისკოპოსი, თეოფანე ჭყონდიდელი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — იღუმენი ბესარიონი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — იღუმენი ამბროსი
5. აფხაზეთის ეპარქია — უსამღვდელოესი გერმანე

1855 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1855 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[13]

1856 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1856 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[14]

1857 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

3. გურიის ეპარქია — უსამღვდელოესი, ეპისკოპოსი იოანე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი თომა

1858 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1858 წლის 1 მარტს მიტროპოლიტი ისიდორე გადაიყვანეს კიევის მიტროპოლიაში, ხოლო მის მაგივრად დანიშნეს არქიეპისკოპოსი ევსევი.

1858 წლის 5 იანვარს გაბრიელ ქიქოძე აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის სინოდალური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად.

1860 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1869 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთის საეპისკოპოსოს უერთებენ აფხაზეთის ეპარქიას.

1873 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთის საეპისკოპოსოს უერთებენ სამეგრელოს ეპარქიას და სვანეთს.

1877 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1882 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტფილისში გაიმართა რუსეთის V არქეოლოგიური ყრილობა, სადაც ქართული საეკლესიო ნივთების და წიგნების პირველი გამოფენა მოეწყო.

1883 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 26 ოქტომბერს ეგზარქოსმა პავლემ აკურთხა განახლებული თბილისის სიონის ტაძარი.

1884 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საეგზარქოსო 1884 წელს[15].

1885 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 12 ივლისს დამტკიცდა კავკასიის ეპარქიებად ახალი დაყოფა.
  • 3 სექტემბერს, ეგზარქოსმა პავლემ აკურთხა აღდგენილი ბიჭვინთის ტაძარი.

1886 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და საზოგადოება, რომელმაც ის წარმოშვა. უცნობია, ზუსტად რა სიტყვები წარმოთქვა პავლემ, თუმცა ის აღქმულ იქნა, როგორც ქართველი ერის დაწყველა. პროტესტი ყველაზე მკაფიოდ დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა და საჯაროდ, პრესის მეშვეობით მოითხოვა ეგზარქოსისგან საქართველოს დატოვება. ეგზარქოსმა პავლემ წერილითვე უარყო წყველის წარმოთქმა, ხოლო დიმიტრი ყიფიანის მიმართ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა, თანამდებობიდან გადააყენა და სტავროპოლის მხარეში გადაასახლა, სადაც ის მოკლეს. ყიფიანის გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ანტიიმპერიულ აქციად იქცა.

1888 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წლიდან გამოდიოდა საეგზარქოსოს ჟურნალი (თვეში ოჯერ) — „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“.

1894 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 10 სექტემბერს შეიქმნა ვლადიკავკაზის ეპარქია.
  • ჟურნალ „პასტირში“ გამოქვეყნდა მღვდელ კალისტრატე ცინცაძის სტატია „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“.

1898 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის 21 თებერვალს ხოლმისა და ვარშავის მთავარეპისკოპოსი ფლავიანე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

1899[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წლის 24 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა აკურთხა ტფილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიაში მდებარე ეკლესია.

1903 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს საეგზარქოსო მოიცავდა 4 ეპარქაის: საქართველოს, სოხუმის, გურია-სამეგრელოს და იმერეთის ეპარქიებს.

1905 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 29 მაისს დაიწყო მუშაობა ქართველი სამღვდელოების არასანქცირებულმა ყრილობამ ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით, რომელიც ეგზარქოსმა ალექსიმ კაზაკების მეშვეობით დაარბია.

1908 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. მკვლელი ვერ დაიჭირეს. ეჭვი მიტანილ იქნა ეპისკოპოს კირიონზე, რომელიც დააპატიმრეს, სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს და გადაასახლეს, არქიმანდრიტ ამბროსიზე, რომელიც 1910 წელს გაამართლეს და მღვდელ ნიკოლოზ ნამორაძეზე, რომელიც გაიქცა, თავი სტამბულის ქართველ კათოლიკეთა მონასტერს შეაფარა

1917[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ მოახერხა ავტოკეფალიის აღდგენა (1917 მარტი), საქართველოს საეგზარქოსომ არსებობა შეწყვიტა. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის განმტკიცებამ გამოიწვია მანამდე არსებული საეგზარქოსოს ტერიოტორიის ორ ნაწილად გაყოფა: ერთი მოიცვა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხოლო დანარჩენს დაერქვა კავკასიის საეგზარქოსო.

ეგზარქოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი ეგზარქოსობის წლები
ვარლამი
Varlaam (Eristavi).jpg
1811 8 ივლისი - 1817 14 მაისი
თეოფილაქტე
Teophylact (Rusanov).jpg
1817 14 მაისი - 1821 19 ივნისი
იონა 1821 1 სექტემბერი - 1832 5 მარტი
მოსე 1832 12 მარტი - 1834 13 ივლისი
ევგენი
Evgeny (Bazhenov).jpg
1834 1 სექტემბერი - 1844 12 ნოემბერი
ისიდორე
Isidor (Nikolskii) 2.jpg
1844 12 ნოემბერი - 1858 1 მარტი
ევსევი
Evsevy (Ilinsky).jpg
1858 1 მარტი - 1877 8 დეკემბერი
იოანიკე
Иоанникий (Руднев).jpg
1877 8 დეკემბერი - 1882 27 ივნისი
პავლე 1882 16 ივლისი - 1887 29 სექტემბერი
პალადი
Metropolitan Pallady 1896 by V.K.Steinberg.jpg
1887 29 სექტემბერი - 1892 18 ოქტომბერი
ვლადიმერი
Владимир (Богоявленский).jpg
1892 18 ოქტომბერი - 1898 21 თებერვალი
ფლაბიანე
Флавиан (Городецкий).jpg
1898 21 თებერვალი - 1901
ალექსი I
Архиеп. Алексий экзарх Грузии (1901-1905).jpg
1901 - 1905
ნიკოლოზი 1905 - 1906
ნიკონი
Никон (Софийский).jpg
1906 - 1908 28 მაისი
ინოკენტი
Епископ Иннокентий - экзарх Грузии (1909-1913).jpg
1909 - 1913
ალექსი II
Алексий (Молчанов).jpg
1913 - 1914
პიტირიმე
Митрополит Санкт-Петербургский и Ладожский Палладий (Раев).jpg
1914 - 1915
პლატონი
Митр. Платон экзарх Грузии (1915-1917).jpg
1915 - 1917

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუხაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 182.
  • ლომინაძე ბ., ეკლესიის რეაქციული როლი 1905-1907 წლების რევოლუციაში, თბ., 1959;
  • ჟურნალი „მოგზაური“ N4 გვ.353-361 — 1901 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]