შიო (ავალიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ვარლამ აპოლონის ძე ავალიშვილი; დ. 17 სექტემბერი, 1909 — გ. 25 მარტი, 1991) — ქართველი საეკლესიო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1909 წლის 17 სექტემბერს შორაპნის მაზრის სოფელ ხორითში. 1917-1923 წლებში სწავლობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშის სკოლაში, 1924-1925 წლებში ზესტაფონის საშუალო სკოლაში, 1925-1928 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში. 1929 წელს იგი პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს საქართველოდან. დაბრუნდა 1932 წელს და 1936 წლამდე მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევის კოოპერატივის ბუღალტრად.

1975-1977 წლებში იყო მორჩილი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1978 წლის 23 აპრილს აღიკვეცა ბერად, 27 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 22 ივლისს მღვდელმონაზონად, 28 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მაწყვერელ-ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. იმავდროულად დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1978 წლის 14 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად. 1981 წლის 9 სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დადგენილებით მიტროპოლიტი შიო გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად.

1984 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და გაუშვა პენსიაზე.

მიტროპოლიტი შიო გარდაიცვალა 1991 წლის 25 მარტს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 252-255.
  • საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრები (1917-2017): მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) // ვარდოსანიძე, ს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.) - თბ., 2017. - გვ. 515-645