ნიკოლოზ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიკოლოზ IIIსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ათოლიკოს-პატრიარქი 1250-1282 წლებში. საქართველოს ეკლესია მის დროს იმყოფებოდა ძლიერების ზენიტში. ნიკოლოზ II დიპტიქში იხსენიებოდა მე-6 ადგილზე.[1]

კათალიკოსობის ხარისხი ევდემონ კათალიკოსის შემდეგ მიიღო. ამხელდა და ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და გაბატონებულ კლასის ზედაფენებში ფეხმოკიდებულ განდგომა-განკერძოებულობას, მომხვეჭელობას, წარმართულ და მონღოლურ წესებს. ნიკოლოზ III გაემგზავრა ურდოში, სადაც მან მიიღო ქართული ეკლესიის დაცვის „იერლაყი“ („შეწყალების წიგნი“), რომელიც ახლად ამტკიცებდა მცხეთის საპატრიარქო სვეტიცხოველის ტაძრის, საეპისკოპოსოებისა და მონასტრების არსებულ შეუვალობასა და პრივილეგიებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ბეთანიის მონასტრის ამბავი“.
  2. „ლიპარით ორბელიანის ცხოვრება“.
  3. „სია ქართველი მღვდელთმთავრებისა“.

ეკლესიის ავტორიტეტის დაცემის გამო ნიკოლოზ III-მ ვერ შეძლო გადამჭრელი ზომების მიღება, ამიტომ გადადგა და თვითონვე აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქად აბრაჰამ I.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბ. ლომინაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 433.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 147, ISBN 978-9941-0-0902-0.