გიორგი ანწუხელიძე
გიორგი ანწუხელიძე | |
---|---|
![]() გიორგი ანწუხელიძე | |
დაბადების თარიღი |
18 აგვისტო, 1984 სოფ. ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
8 სექტემბერი, 2008 (24 წლის) ცხინვალის რეგიონი |
დაკრძალულია | მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | სამხედრო მოსამსახურე |
მეუღლე(ები) | მაკა ჩიკვილაძე |
შვილ(ებ)ი | ლევანი და ანა |
მშობლები |
მამა: ზაურ ანწუხელიძე დედა: ლილი ანწუხელიძე |
ჯილდოები | ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“, ეროვნული გმირის ორდენი, თუში სახალხო გმირის წოდება. |
გიორგი ანწუხელიძე (დ. 18 აგვისტო, 1984, სოფ. ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 9 აგვისტო, 2008, ცხინვალის რეგიონი) — საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი ანწუხელიძე დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ალვანში. 1999 წელს დაამთავრა სოფ. ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან, 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნებულს, ჯანრმთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა.
გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.
ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
- 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.
- 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.
- 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.
მემორიალი და ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში გაიხსნა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი.
- 2013 წელს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების ცენტრს (2018 წლიდან — გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია).
- 2018 წელს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა თუშეთში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებაზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს.[1]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ერაყის სამშვიდობო მისია
- გაუტეხელი თუში
- ქართველი ჯარისკაცის წამება-მკვლელობას სტრასბურგის სასამართლო განიხილავს
- რატომ გადაიღეს და გამოაქვეყნეს ოსმა სამხედროებმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედროების წამებით მკვლელობის ამსახველი კადრები
- აგვისტოს ომის სამაგალითო ქართველი გმირი
- გიორგი ანწუხელიძე – 2008 წლის ომის ნაწამები გმირის ისტორია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის აქცია ბათუმსა და თბილისში გაიმართა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა
- მიხეილ სააკაშვილი: გიორგი ანწუხელიძე ამაყი და წელში გაუტეხავი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც ვიდეომ შემოინახა
- რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო..." – გიორგი ანწუხელიძის მეუღლის სულისშემძვრელი მოგონება
- მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა
- „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა დაარქივებული 2014-08-07 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი