ეპისკოპოსი სვიმეონი (ერისკაცობაში — თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი; დ. 9 აგვისტო, 1982, სიღნაღი) — სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი.
ეპისკოპოსი სვიმეონი, ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, თამაზ ცაკაშვილისა და ლალი მარტყოფლიშვილის ოჯახში.
1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 101-ე საჯარო სკოლა.
1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
2015 წლის 25 აპრილს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ *ადგილობრივი მკვლევრები და სტუდენტები.
2016 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით გაიმართა ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია. ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება ქ. ხაშურში და მიზნად ისახავს ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ისტორიული (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) ტაძრის მსგავსის აგებას.
2013 წლიდან ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით განთავსდა დაბა სურამში, ხოლო 2017 წლისათვის სრულდება სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების ყოფილი სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.