გენო ადამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გენო ადამია
გენო ადამია.jpg
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1936
დაბადების ადგილი სენაკი, სამეგრელო, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 1993 (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი, აფხაზეთი
კუთვნილება სსრკ
საქართველო
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 1992-1993
წოდება გენერალ-მაიორი
მეთაურობდა 23-ე მექანიზებული ბრიგადა
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი:
ბრძოლა სოხუმისთვის და სხვა
ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გენო აკაკის ძე ადამია (დ. 8 მარტი, 1936, სენაკი — გ. 28 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1993), მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992–1993).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენო ადამია დაიბადა სენაკში, სამეგრელოში. სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი.[1]

შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. მალევე, დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გენერალმა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს.[2]

1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გენო ადამია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 6 მაისი, 2018.
  2. გენერალი გენო ადამია. Iverieli. წაკითხვის თარიღი: 6 მაისი, 2018.
  3. 3.0 3.1 მუზა"-ში გენერალ-მაიორ გენო ადამიას 75 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს გაიმართება. GEONEWS (8 მარტი, 2011). წაკითხვის თარიღი: 6 მაისი, 2018.