აბრაამი (გარმელია)
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
განათლება: | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია | ||
დაბადების სახელი: | ამირან მამიას ძე გარმელია | ||
დაბადება: | 11 მარტი, 1948 თბილისი | ||
ბერად აღკვეცა: | 1988 წლის 3 იანვარი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1988 წლის 3 აპრილი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1988 წლის 29 მაისი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1992 წლის 25 დეკემბერი | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 1996 წლის 25 დეკემბერი | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 2000 წლის 28 ნოემბერი |
მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში — ამირან მამიას ძე გარმელია; დ. 15 ნოემბერი, 1948, სოხუმი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 9 (22) ოქტომბერი, ქრისტესშობის კვირის წინა კვირა (მამათმთავარი აბრაამის ხსენება).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიტროპოლიტი აბრაამი, ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1971 წელს, ხოლო 1988 წელს მცხეთის სემინარია დაამთავრა, იმავე წლის 3 იანვარს კი, ბერად აღიკვეცა და აბრაამი ეწოდა. 1988 წლის 28 მაისს ბერდიაკვანი აბრაამი მღვდელმონოზონის ხარისხში აიყვანეს. 1989-1990 წლებში სწავლობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტში.
1992 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და 1996 წლამდე ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო. ამავდროულად 1993-2003 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი იყო. 1995 წელს კი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და ეს თანამდებობა 2002 წლამდე ეკავა. 1996-1998 წლებში საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი გახდა, რასაც 1998 წელს მთავარეპისკოპოსობა მოჰყვა და გადაყვანილ იქნა ჭიათურის ეპარქიის მმართველად. 2000 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 2002 წელს კი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი გახდა და დღემდე ამ ეპარქიას ხელმძღვანელობს.
მიღებული აქვს კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის ეკლესიათა ჯილდოები.
2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|