გენუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენუა
Genova
Old harbour view.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ლიგურია
პროვინცია გენუა
კოორდინატები 44°24′ ჩ. გ. 8°55′ ა. გ. / 44.400° ჩ. გ. 8.917° ა. გ. / 44.400; 8.917
ფართობი 243 კმ²
სიმაღლე 20
მოსახლეობა 588,688 კაცი (2015 (30 აპრილი))
სიმჭიდროვე 2 400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 010
საფოსტო ინდექსი 16100
ოფიციალური საიტი http://www.comune.genova.it
გენუა (იტალია)
Red pog.svg

გენუა (იტალ. Genova [ˈdʒɛːnova]) — ქალაქი ჩრდილო იტალიაში, გენუის ყურის (ლიგურიის ზღვა) ნაპირზე. უკავია 30 კმ სირგძის ვიწრო სანაპირო ზოლი (იტალიის რივიერა). გენუის პროვინციისა და ლიგურიის ოლქის მთავარი ქალაქი. 582 320 ათასი მცხოვრები (2012). ქალაქ-თანამგზავრებთან ერთად ქმნის ურბანიზებულ რაიონს — დიდ გენუას.

ძველად გენუა ლიგურების დასახლება იყო. ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს და რომის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ნავსადგური გახდა. ადრინდელი შუა საუკუნეებში მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ლანგობარდების დროს (641 წლიდან) გენუა იყო საჰერცოგოს, ხოლო IX საუკუნიდან სამარკგრაფოს ცენტრი. XI საუკუნეში, ტირენის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის არაბებისაგან განთავისუფლების შემდეგ, გენუა გაცხოველებულ ვაჭრობას იწყებს სამხრეთ იტალიასთან, სიცილიასთან, ესპანეთთან, აფრიკასთან. ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობამ გენუა უძლიერეს სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოდ აქცია. XII საუკუნეში გენუა წარმოადგენდა ქალაქ-კომუნას. გენუის მთავარი მეტოქეები იყვნენ პიზა და ვენეცია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებით ქალაქი გაყოფილია 9 რაიონად.[1]

გენუას 9 რაიონი

ქალაქის იერსახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ს პანორამა.
პანორამული სურათი.

გენუას მეტროპოლიტენის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენუას მეტროპოლიტენის სისტემა.

ცნობილი გენუელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gino Benvenuti. Le repubbliche marinare. Amalfi, Pisa, Genova e Venezia. Netwon Compton, Rome, 1989.
  • Steven A. Epstein; "Business Cycles and the Sense of Time in Medieval Genoa." Business History Review 62 (1988): 238–60.
  • Hughes Diane Owen. "Kinsmen and Neighbors in Medieval Genoa." In The Medieval City, edited by Harry A. Miskimin, David Herlihy, and Adam L. Udovitch, 1977, 3–28.
  • Hughes Diane Owen. "Urban Growth and Family Structure in Medieval Genoa." Past and Present 66 (1975): 3–28.
  • Lopez Robert S. "Genoa." In Dictionary of the Middle Ages, pp. 383–87. 1982.
  • Vitale Vito. Breviario della storia di Genova. Vols. 1–2. Genoa, 1955.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Testo del Regolamento sul sito del Comune di Genova. წაკითხვის თარიღი: 2009-04-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გენუა&oldid=3025044“-დან