ალექსი (გერსამია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი (გერსამია) (დ. 14 აპრილი, 1865, ქუთაისის გუბერნია, გადიდი — გ. 7 თებერვალი, 1938) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპოსი ალექსი, ერისკაცობაში ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია დაიბადა 1865 წლის 14 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ გადიდში, სასულიერო პირის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1888 წელს დანიშნულ იქნა მესტიის საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1890 წლიდან დიაკვანია, 1891 წლიდან კი მღვდელი. მამა ალექსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის საეკლესიო კრებების მუშაობაში, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, 1925 წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მამა ალექსი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ცაგერის ეპარქია. 1928 წლის 2 მარტს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 1 სექტემბერს გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად.

ეპისკოპოსი ალექსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში #1 საავადმყოფოში. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 167-168.