ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
2 oqropiridze leonide.jpg
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე)

ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საერო სახელი ლონგინოზ ოქროპირიძე
დაიბადა 1860
გარდაიცვალა 1921
რელიგია ქრისტიანობა

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დ. 15 თებერვალი, 1861 — გ. 11 ივნისი/24 ივნისი, 1921) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი 1919-1921 წლებში. იყო აღიარებული მქადაგებელი, დაბეჭდილია მისი ქადაგებანი. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1898 წლიდან 1918 წლამდე მართავდა გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



წინამორბედი:
კირიონ_II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1918-1921
შემდეგი:
ამბროსი