შინაარსზე გადასვლა

ელია (მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელია.

ელია I (იგივე ილია I) — ქართლის ეკლესიის მეოთხე მამამთავარი დაახ. IV საუკუნის 90-იანი წლებიდან V საუკუნის დასაწყისამდე.

მოღვაწეობდა მეფე თრდატის დროს. მისი ეპისკოპოსობის დროს აშენდა ბოლნისის სიონი. ლეონტი მროველის ცნობით, მის დროსვე აშენებულა რუსთავისა და ნეკრესის ეკლესიები.

  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007
  • ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955
წინამორბედი:
იობი
მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსი
დაახ. IV ს–ის 90–იანი წლებიდან V ს–ის დასაწყისამდე
შემდეგი:
სვიმონ (სჳმონ) I