გრიგოლ II (ლორთქიფანიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლ II.

გრიგოლ II (ერისკაცობაში გრიგოლ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742 წლებში. გრიგოლმა აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშის, გურიის სამთავროებსა და რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საკათოლიკოსო მამული; საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

წყაროებში მოხსენიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე მელეტინცკსა (იმერეთისა) ალექსანდრე: მართლ მადიდებელი გვირგვინოსანი: თანა დგომითა პატრიარქისა ჩვენისა გრიგოლისითა: და ყოველთა ერთათა დამოწმებითა: ქარტასა მელეთინტისასა (იმერეთისასა) მივართმევთ: დიდსა ხელმწიფესა: იმპერატრიცას: ანნა იოანეს ას: ხელითა მიტროპოლიტისა ტიმოთესითა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978