გლონოქორი (მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გლონოქორი — ქართლის მთავარეპისკოპოსი, ქართლისა და ჰერეთის ერისთავი V საუკუნის 40–იანი წლების დასაწყისში, მეფე მირდატის დროს (დაახ. 437–447). „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, გლონოქორს საეკლესიოს გარდა საერო ძალაუფლებაც ჰქონდა: „ესე მთავარებისკოპოსი ერის–თვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს“.[1]

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჭელიშურ რედაქციაში მისი სახელის ვარიანტია „ბოლნოქონ“,[2] ხოლო სინურში (N/Sin48) - „ბოლონქონ“.[3] „ქართლის ცხოვრება“ ასეთი სახელის მქონე მღვდელმთავარს არ ასახელებს და დაახლოებით იგივე პერიოდში იხსენიებს მობიდანს, თუმცა ამ ორი ისტორიული პირის იგივეობის საკითხი გაურკვეველია.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, ნეკერი, თბ., 2000, გვ. 16;
  • ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
  • ჯანაშია ს., ადრეული ფეოდალიზმი, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 325;
  2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 92;
  3. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 17.
  4. Mgaloblishvili, Tamila; Rapp. Jr., Stephen H. (2011) "Manichaeism In Late Antique Georgia?", In Search of Truth. Augustine, Manichaeism and Other Gnosticism: Studies for Johannes Van Oort at Sixty, Nag Hammadi and Manichaean Studies. Leiden and Boston: Brill, გვ. 263–290. ISBN 9789004189973. 
წინამორბედი:
იოველ I
მცხეთის მთავარეპისკოპოსი
V საუკუნის 40-იანი წლები
შემდეგი:
მიქაელ I