შინაარსზე გადასვლა

თალალე (კათოლიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალალექართლის კათოლიკოსი VIII საუკუნის 70-იანი წლებში.

იხსენიება „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მატიანეში ცხრა ცოლოსანი კათოლიკოსის შემდეგ. მოვსეს კალანკატვაცის ცნობით, თალალემ ალბანეთის კათოლიკოსის, მიქაელის (708–742) სურვილის წინააღმდეგ ალბანეთის მთავარს, ვარაზოს, მისსავე ბიძაშვილზე - ვარდანეპზე დაწერა ჯვარი, რის გამოც, მიქაელმა თალალე და ახალდაქორწინებულები დაწყევლა. თალალეს მოღვაწეობის ხანაში ქართლის ეკლესია მონოფიზიტობის აღმსარებელი ალბანეთის მოსახლეობაში ქალკედონური მრწამსის (დიოფიზიტობა) დანერგვას ცდილობდა. თალალეს მოქმედება, როგორც ჩანს, ალბანეთის მთავრის ქართლის ეკლესიის გავლენაში მოქცევის სურვილით იყო ნაკარნახევი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
სარმეანე
ქართლის კათოლიკოსი
VIII საუკუნის 70-იანი წლები
შემდეგი:
მიქელ II