ანტონი (გიგინეიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში — სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი; დ. 1882, სოხუმი — გ. 24 ნოემბერი, 1956, იქვე) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. 1914 წელს სიმონ გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წინადადებით მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ). იგი დაიკრძალა სოხუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, გვ. 195-196, თბ., 2013
წინამორბედი:
-
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
195224 ნოემბერი, 1956
შემდეგი:
-