ევდემოზ II
Jump to navigation
Jump to search
ევდემოზ II (დიასამიძე) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1701-1705 წლებში. კათოლიკოსად ქართლის მეფე ერეკლე I-მა დააყენა, როგორც მისი პოლიტიკის მომხრე. 1705 წელს ვახტანგ VI-ის ინიციატივით საეკლესიო კრებამ ევდემოზ II გადააყენა და იმის ნაცვლად აირჩია ვახტანგის ძმა დამიანე ბაგრატიონი (საეკლესიო ტახტზე დომენტი IV).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 31, თბ., 1979 წელი.