მიქაელი (გაბრიჭიძე)
იერსახე
| მიქაელი | |
|---|---|
| თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსი | |
| პროვინცია | თიანეთი და ფშავ-ხევსურეთი |
| ეპარქია | თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია |
| ეკლესია |
|
| ინთრონიზაცია | 2013 |
| პირადი მონაცემები | |
| საერო სახელი | მამუკა გაბრიჭიძე |
| დაბადების თარიღი | 25 იანვარი, 1966 |
| ეროვნება | ქართველი |
| რელიგია | ქრისტიანობა |
ეპისკოპოსი მიქაელი (ერისკაცობაში — მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე; დ. 25 იანვარი, 1966, ჭიათურა) — თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 20 ოქტომბრიდან.
1987 წლიდან იყო ქართული როკ-ჯგუფის, მემენტო მორის ბას-გიტარისტი. 1990-იანი წლების დასაწყისში ბერად აღიკვეცა.[1] 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი მიქაელი გამორჩეულ იქნა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად.[2] ხოლო 2013 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მეუფე მიქაელი როკ-აქციაზე სიმღერას "მშრომელი ხალხი" ასრულებს[მკვდარი ბმული]. popmusic.ge. 13 იანვარი 2020
- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ პატრიარქის საკვირაო ქადაგება 20/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
| |||||||