ექვთიმე III
ექვთიმე III ეფთვიმე, ევფემოს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV საუკუნის I ნახევარში. გიორგი ბრწყინვალესთან ერთად ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწიფო წესრიგის აღდგენას, მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რომელმაც მთის მოსახლეობისათვის კანონები შეიმუშავა. ეფთვიმე იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული-ზნეობრივი ნორმების მოსაწესრიგებლად. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული და არაქართული ქრისტიანული მონასტრების მატერიალური-მორალური მდგომარეობის ამაღლებაზე. 1334 ეფთვიმემ პალესტინის საბაწმინდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლოებით ამავე ხანებში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო აღაპი დაუწესეს.
ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კათოლიკოს-პატრიარქი ექვთიმე მოხსენიებულია მაღალაშვილის სახარების XIV საუკუნის ერთ მინაწერში, სადაც ჩანს მისი ზრუნვა ჩრდილოკავკასიის ტომებზე:
![]() |
„ქ. ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩვენმან ექთიმე მოიხილა კახეთს ამწუხისა საეფისკოპოზო და მიერითგან გარდამოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი... ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჭ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხას-მამრეხისა, და ყოვლისა კაკისა, ესე იგი არს; ძუელისა მოვაკნისა, ელისენისა, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალასანსა. და ამან სანატრელმა ექთიმე გიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეპისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღვარსა კირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისა თვის ეკლესიისა[1]...“
|
ნახსენებია გიორგი ბრწყინვლასი ძეგლის დების პრეამბულაში:
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 246.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1895 წ., გვ. 205