შიო II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შიოსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1435-1438 და 1440-1447 წლებში. საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ერთგული თანამოაზრე. შიო მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევათა შედეგად გაპარტახებული ქვეყნის აღდგენით სამუშაოებში. მცხეთის სვეტიცხოვლის შემცირებული მიწისმფლობელობის გაზრდის მიზნით შიომ სამეფო ხელისუფლებისაგან შეწირულებად მიიღო მრავალი სოფელი და ციხე არმაზი მისი ეკლესიითურთ.

მოხსნიებულია: 1440 წლის სიგელში; წმინდა დოდოს მონასტრის წინამძღვრის კათოლიკოს შიოსადმი წერილში; 1438 წლის ალექსანდრე მეფის კათოლიკოს შიოსადმი სიგელში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბ. ლომინაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 6, თბ., 1987 წელი.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შიო_II&oldid=3493884“-დან