იოანე IX (ავალიშვილი)
Jump to navigation
Jump to search
იოანე (გვარად ავალიშვილი) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წლებში, მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი. ადრე საფარის მონასტრის წინამძღვარი იყო. ის და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო ოჯახებთან. იოანეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს, შემდეგ — ქართლის მთავარეპისკოპოსობა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოში შემოსევის დროს, იოანე იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს ცხოვრობდა მალაქია კათოლიკოს-პატრიარქთან, იქვე გარდაიცვალა. 1609 წელს იოანეს გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი თეიმურაზ I-ის დედის, — ქეთევან დედოფლის დაკვეთით. იოანეს ერისკაცობის დროს გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია „ვეფხისტყაოსანი“.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 187.