დავით II (კათოლიკოს-პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით II (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით II (გ. დაახლოებით 1429) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1425-1426 და 1428 წლებში; საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ძე.

1417/19 წლებში მამამ ბერად შეაყენა მცხეთაში. დავითის პატრიარქად მომზადება და კურთხევა დაევალა კათოლიკოს-პატრიარქ მიქელ VI-ს. 1426 მეფის მიერ ზედგინიძეებისადმი მიცემულ წყალობის წიგნში უკვე მოიხსენიება როგორც ქართლის კათოლიკოსი. მოხსენიებულია ასევე საგარეჯოს სოფლების შეწირულობის წიგნში 1428 წელს. დავით II, როგორც სამეფო სახლის წევრი, ალექსანდრე I-ის ერთგული თანამშრომელი იყო. მონაწილეობდა მტრისაგან დაძაბუნებული ქვეყნის აღდგენაში. 1429 წელს მეფე ალექსანდრეს მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ შეწირულობის წიგნში კათოლიკოსად უკვე თეოდორეა მოხსენიებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]