ელიზბარ გულისაშვილი
ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (დ. სექტემბერი 1890, საგარეჯო, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი (1919).
დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და მოსკოვის ალექსის სამხედრო სასწავლებელი (1914). I მსოფლიო ომის დროს პორუჩიკის, შემდეგ შტაბს-კაპიტნის ჩინით იბრძოდა რუსეთის არმიის 95-ე ქვეითი კრასნოიარსკის პოლკის რიგებში დასავლეთის ფრონტზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავის ქალაქ გროდნოს მიდამოებში ბრძოლისას 1915 წლის 21 აგვისტოს (დაჯილდოვდა გიორგის იარაღით). 1918 წლიდან საქართველოს არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი იყო. 1917 წლიდან გაწევრიანებული იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაში. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ (1921) ემიგრაციაში არ წასულა, მუშაობდა სამხედრო და საზღვაო საქმეების სახალხო კომისარიატში (ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების უფროსი) და, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთში. 1922 წლიდან იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923 წლის მარტში თბილისში, საკუთარ სახლში (მოსკოვის ქ. №15, ახლანდ. ძმები კაკაბაძეების ქუჩა) დააპატიმრეს. იმავე წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას III და IV, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 194.
- მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016 . ISBN 9789941094361. - გვ. 123-122.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Гулисов Элизбар Захарьевич. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
- დაბადებული 1890
- გარდაცვლილი 20 მაისი
- გარდაცვლილი 1923
- ქართველი პოლკოვნიკები
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები
- სიკვდილით დასჯილი ქართველები