ეფრემ I
იერსახე
ეფრემ I — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1497-1503 წლებში.
ეფრემ კათოლიკოსი 1500-1502 წლებით დათარიღებულ ორ საბუთში მოიხსენიება. ამ საბუთის გამცემი კახეთის მეფე ალექსანდრე I და მისი ვაჟები — გიორგი და დიმიტრი არიან. საგარეჯოს მამულების შემოსავლის ნაწილი საუფლისწულო მფლობელობაში ყოფილა, რაც აღნიშნული საბუთით საკათოლიკოსო საკუთრებაში გადადის. ამასთანავე, კახთა მეფე და უფლისწულები კათოლიკოსს უმტკიცებენ სამცხეთო-საკათოლიკოსო მამულს კახეთში: „რაცა მცხეთის მამული არის საჩუენოშიგა ისიც თქუჱნთჳს მოგჳხსენებია უკლებლად. თუ ვინმე მცხეთის მამულსა ძალი უყოს... თუ თქჱნ არ შეგეძლოს გავლენაჲ, ჩუჱნ გაუვლენთ საჩუჱნოშიგა და საძალოთ არ ვის დავანებოთ“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
- მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 111.