შინაარსზე გადასვლა

ზებედე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზებედე.

ზებედე I — ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1552-1556 წლებში. 1552 წელს თბილისიდან სპარსელ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (შაჰ-თამაზ I-მა თბილისი დაიკავა 1548 წელს), ზებედე I-მა „აიაზმით განწმინდა“ და ხელახლა აკურთხა სიონის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, აგრეთვე ქალაქის ყველა დანარჩენი ეკლესია, რომელიც მტერმა შებილწა და გააუქმა. ხელი მოაწერა ლუარსაბ I-ის სიგელის (1552) სიონის ტაძარში მღვდელმსახურების აღდგენისა და მამულების შეწირვის შესახებ.

  • ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 328.
  • ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.