გიორგი კვინიტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი კვინიტაძე
General Giorgi Kvinitadze.jpg
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1874
დაბადების ადგილი დაღესტანი
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 1970
გარდაცვალების ადგილი პარიზის მახლობლად, დაბა შატუ
წოდება გენერალი, ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი
ბრძოლები/ომები
ჯილდოები
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი (1905)
  • წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი (1907)
  • წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი (1912)
  • ოქროს იარაღი სიმამაცისთვის (1917)
  • წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1917)
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი
  • და სხვა საბრძოლო ჯილდოები
კავშირი ივანე კვინიტაძე (მამა)
გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

გიორგი კვინიტაძე (დ. 21 აგვისტო, 1874, დაღესტანი ― გ. 7 აგვისტო, 1970) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში[1], პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში. ენციკლოპედია საქართველო აღნიშნავს, რომ გიორგი კვინიტაძის ნამდვილი გვარი იყო ჩიქოვანი.[2] დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.

1918 წლის ბოლოს ის იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის ამზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი. 1919 წლის სექტემბრიდან ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის მაის-ოქტომბერში მეორედ ეკავა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ იკავებდა მთავარსარდლის პოსტს. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.

მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“).

ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (დ. 1889 — გ. 1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: ივდით (იდა; დ. 1912 — გ. 2002), თამარი (თამი; დ. 1913 — გ. 2009) და ნინო (ნანო; დ. 1920 — გ. 2020). ნანოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]