შინაარსზე გადასვლა

ანტონი (ბულუხია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
ანტონი (ბულუხია)
დროშა
დროშა
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: მარკოზ სომონის ძე ბულუხია
დაბადება: 7 მაისი, 1956 (1956-05-07) (69 წლის)
სოფელი ოჩხამური
ბერად აღკვეცა: 1996 წლის 25 ოქტომბერი
დიაკვნად კურთხევა: 1989 წლის 16 მარტი
მღვდლად კურთხევა: 1989 წლის 26 აპრილი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1996 წლის 10 ნოემბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2004 წლის 4 იანვარი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2010 წლის 2 ივნისი

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში — დაბადების დროს მინიჭებული სახელი და გვარი: რუსლან სომონის ძე დევაძე; ამჟამინდელი სამოქალაქო სახელი და გვარი: მარკოზ ბულუხია; დ. 7 მაისი, 1956, სოფელი ოჩხამური, ქობულეთის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი. ანგელოზის დღე — 30 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი] (ღირსი ანტონი დიდის ხსენება); კათედრა და რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.

მთავარეპისკოპოსი ანტონი, ერისკაცობაში რუსლან სომონის ძე დევაძე, შემდგომ გადადის დედის გვარზე და გახდა ბულუხია , დაიბადა 1956 წლის 7 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში. 1973 წელს რუსლან ბულუხიამ დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1974-1976 წლებში იგი იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1982 წლებში სწავლობდა მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში; ამავე დროს, 1980 წელს ჩააბარა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც, მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტთან ერთად, 1982 წელს დაამთავრა და სწავლა 1987 წლიდან 1990 წლამდე მცხეთის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1989 წლის 16 მარტს დიაკვნად დაასხეს ხელი და ამავე წლის 26 აპრილს მღვდლად აკურთხეს, ეწოდა სახელად მამა მარკოზი. 1995 წელს დეკანოზის ხარისხი მიიღო, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1996 წლის 25 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა ანტონი და მეორე დღეს, 26 ოქტომბერს არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აღყვანილი, რის შემდეგაც, იმავე წლის 11 ნოემბერს ეპისკოპოსად კურთხევა მოხდა. 1999 წლიდან 2000 წლამდე მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე იყო. მთავარეპისკოპოსის ტიტული 2004 წელს მიიღო, ხოლო მიტროპოლიტის ტიტული — 2010 წლის 2 ივნისს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]