ქრისტეფორე I
ქრისტეფორე I — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1616-1622 წლებში.
არსებული საბუთების თანახმად ქრისტეფორე მოქმედ კათოლიკოსად 1617, 1618, 1619 და 1622 წლებში ჩანს. მისი მწყემსმთავრობის დროს ქართლს განაგებს ჯერ ბაგრატ VII (ბაგრატ–ხანი) (1616–1619), შემდეგ სიმონ II (1619–1631).
ქრისტეფორეს კათალიკოსობის დროს, 1618 წელს ბაგრატ VII–ს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს სოფლები ახალციხე და აგარაკი. მასვე თავისი მოხელეებისათვის უბრძანებია სვეტიცხოვლის ყმებისათვის ბაჟი არ გამოერთმიათ: „მეფე ბაგრატ ... გიბრძანებ ... წყალობითა შააბასისათა ... ბაჟს ნუ სთხოვთ და რაც ბაშმალი აეღოთ, ისიც მიეცით“; ასევე ბაგრატი ქალაქის მელიქსა და მამასახლისს უბრძანებს სვეტიცხოვლის ყმებისათვის ქალაქში ბაშმალი არ მოეთხოვათ.
მოგვეპოვება ქრისტეფორე I–ს მიერ ანთოკს ჩასახლებული გლეხების ფიცის სიგელი, რომლის თანახმადაც, ისინი აღუთქვამენ კათოლიკოსს, რომ სხვაგან არ გადასახლდებიან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 554.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., ნეკერი, 2000, გვ. 105–106.
- თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წ. II, ტფ., 1897