დიმიტრი (იაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში — დავით ილარიონის ძე იაშვილი; დ. 15 დეკემბერი, 1872, საქობო, სიღნაღის მაზრა — გ. 22 ივლისი, 1961, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1888-1896 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი 1896-1898 წლებში მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად. 1898 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა საქობის ეკლესიის წინამძღვრად. ამავე დროს ასრულებდა სიღნაღის ეპარქიალური სასწვლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.

1912 წელს მამა დავითი გადმოყვანილ იქნა თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ამის შემდეგ იგი ძირითადად თბილისის ეკლესიებში მსახურობდა. 1952 წელს სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის წინადადებით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დიმიტრი. სულ მალე 80 წლის ასაკში იგი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1958 წლიდან მეუფე დიმიტრი გახდა მიტროპოლიტი ბოდბისა და ალავერდისა. მიტროპოლიტი დიმიტრი იყო საქართველოს ისტორიის, ქართული მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, თვითონაც წერდა ისტორიული ჟანრის მოთხრობებს, ნოველებს, რომელთა უმრავლესობა დაცულია იოსებ გრიშაშვილის არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.

მიტროპოლიტი დიმიტრი გარდაიცვალა 1961 წლის 22 ივლისს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 205-208
წინამორბედი:
-
ნინოწმინდის საეპისკოპოსო
19521958
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
ბოდბისა და ალავერდის საეპისკოპოსო
195822 ივლისი, 1961
შემდეგი:
-